სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადამიანის ხასიათი ყვავილების ჰოროსკოპის მიხედვით

21.03-31.03 ფუტკარა ფუტკარას არაფრით გამორჩეული, ბაცი ყვითელი ყვავილებისგან განსხვავებით, მისი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ახასიათებთ სიმკვეთრე, პრინციპულობ და გამოირჩევიან ინტელექტუალური შესაძლებლობებით. ფუტკარას ნიშნით დაბადებულებს, აქვთ შესანიშნავი, ოპერატიული მახსოვრობა, ადვილად იხსენებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას და სწრაფად პოულობენ გამოსავალს ყველაზე რთული, ჩახლართული სიტუაციიდანაც კი. სწრაფად ატარებენ ანალიზს, სინთეზს და თითქმის არასოდეს იბნევიან. თუმცა ასეთი რეჟიმის გამო, შესაძლოა ნერვებმაც უმტყუნოთ. შესაძლოა აწუხებდეთ თავის ტკივილები.

01.04-10.04 მაგნოლია მაგნილიას ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ახასიათებთ პატივმოყვარეობა და სურვილი, რომ ყველგან და ყველაფერში იყვნენ პირველები. ნათლად გამოხატული ამბიციურობა, მათი მთავარი განმასხვავებელი ნიშანია. ამასთან ერთად, მაგნოლიებს არ უყვართ სხვების რჩევების, შენიშვნების მოსმენა და გათვალისწინება, რის გამოც მათი მდგომარეობა სოციუმში საკმაოდ მერყევი და არამდგრადია. ამიტომ მათი უპირველესი ამოცანა უნდა იყოს მოსმენის კულტურის ამაღლება და კიმპეტენტური აამიანების აზრის გათვალისწინება.

11.04-20.04 ჰორტენზია ჰორტენზიას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები - დიდსულოვნები, სტუმართმოყვარეები და გულუხვები არიან. უყვართ წვეულებების მოწყობა და მხიარულება. თუმცა მათი ხელგაშლილობა, სრულიად არ არის სასიამოვნო იმათთვის, ვისაც უყვარს და ძალიან ახლოს იცნობს ჰორტენზიას, მაგალითად მისი ოჯახის წევრებისთვის, რომელთათვისაც წრეგადასული დღესასწაულები და მფლანგველობა მიუღებელია. ჰორტენზიების დიდსულოვნება, მოსაწონი არ არის იმ ადამიანებისთვისაც, ვინც მათ ირგვლივ იმყოფება და მისგან კონკრეტულ დახმარებას ელის.

21.04-30.04 გეორგინი გეორგინი ნათელი, დიდი და დიდებული ყვავილია, მისი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მაქსიმალისტები არიან, უყვართ უკიდურესობები. ამ თვისებების გამო, მათ ძალინ უჭირთ ოქროს შუალედის პოვნა და მიზნის მიღწევა. ისინი უფრო გაწონასწორებულები უნდა იყვნენ, ობიექტურად შეაფასონ სიტუაციები, გაითვალისწინონ საკუთარი ძალები და რესურსები. არ ღირს მთლიანად მიენდონ იღბალს და იყვნენ მის იმედზე, ეს ეხება განსაკუთრებით პირად ცხოვრებას.

01.05-10.05 შროშანა შროშანის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გახსნილი და დიდი გული აქვთ, თუმცა ისინი ამის გამო უფრო მეტად ისჯებიან და ზარალობენ, ვიდრე დადებით შედეგებს აღწევენ. მსგავსად შროშანის ყვავილისა, რომელსაც ხშირად უხეშად წყვეტენ ხოლმე, ნაზი სურნელის ან ჰერბარიუმის გამდიდრების გამო. ამიტომ ქალ-შროშანას, აუცილებლად სჭირდება სანდო დამცველი მამაკაცი. რაც შეეხება საქმეს, ამ მხრივ შროშანებს ყველაფერი რიგზე აქვს, თუმცა მათი ზედმეტი გულმოდგინება ზოგჯერ ხელმძღვანელობას ნერვებს უშლის ხოლმე.

11.05-21.05 დანდური დანდურის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მფრთხალები და ბუზღუნები არიან, არ ენდობიან და ელოდებიან ხრიკებს ახლობელი ადამიანებისგანაც კი. დანდურთან ერთად საკმაოდ რთულია ურთიერთობა როგორც ოჯახურ გარემოში, ასევე სამსახურში. პირად ურთიერთობებში მაინცდამაინც არ უმართლებთ, მათ გრძნობებს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება, თუმცა მიუხედავად ამისა, დანდურები კარგი მეოჯახეები არიან ხოლმე.

22.05-31.05 გვირილა გვირილას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები რთული და გამოუცნობი ხასიათით გამოირჩევიან, ასეთი ადამიანების გაგება საკმაოდ ძნელია. იმისდა მიუხედავად, რომ საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, ცდილიობს მოიპოვოს გავლენა, ნდობა და გულახდილობისკენ სხვებს უბიძგოს, მიღებული ინფორმაცია კი საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და სხვების უგულვებელყოფით გამოიყენოს. სამსახურშიც გაუთვლელია, შეუძლია კოლეგას ან მერკანტილური მიზნით მიაყენოს ვნება, ან უბრალოდ აზარტისა და სპორტული ჟინის გამო. სიყვარულშიც ანალოგიური პრინციპით მოქმედებს - ან უყვარს, ან არა, იგი იზიდავს და აჯადოვებს საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს, თუმცა მისი ბოლომდე ნდობა და ჭეშმარიტი ზრახვების გამოცნობა, ძალიან რთულია.

01.06-11.06 მაჩიტა მაჩიტას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები კონსერვატორები და სკეპტიკოსები არიან, ნებისმიერი გარდაქმნა თუ სიახლე აფრთხობთ და სასოწარკვეთილებაში აგდებთ. მათი ხსნა ოჯახურ ფასეულობებშია, სადაც ისინი ნამდვილ შვებას პოულობენ, ამიტომ მყარი ქორწინება, მყუდრო კერა და ატმოსფერო მათი სტიქიაა. უყვართ მოგზაურობა, თუმცა არ სიამოვნებს თვითმფრინავით მგზავრობა და უპირატესობას ანიჭებს მანქანით ან მატარებლით გადაადგილებას. სიყვარულში ერთგულია, უყვარს ერთი და ბოლომდე მის ერთგულად რჩება ხოლმე.

12.06-21.06 ზიზილა გაუბედავები არიან და არ გამოირჩევიან რომანტიზმით, უყვართ ჩუმად ყოფნა და სხვადასხვა სიტუაციებში თავის დაზღვევას ამჯობინებენ ხოლმე. ბუნებით მხდალები არიან და უპირატესობას სახლში ჯდომას ამჯობინებენ ხოლმე, თუმცა არ ღირს მათი უნებისყოფობაში დადანაშაულება, რადგან ეს უფრო ზედმეტი სიფრთხილით მოსდით ხოლმე. ზიზილებს უყვართ ჭორების მოსმენა და არც მის გავრცელებაზე ამბობენ უარს. გრძნობებში მაინცდამაინც არ უმართლებთ, საკმაოდ უძნელდებათ ცხოვრების თანამგზავრის პოვნა

22.06-01.07 ტიტა ტიტას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები თავისუფლების სიყვარულით გამოირჩევიან და ვერ იტანენ ვერანაირ დამოკიდებულებას. ისინი გახსნილები, სიმართლის მოყვარულები, გამბედავები და ენერგიულები არიან, კარიერისტებადაც ითვლებიან, რადგან თვლიან, რომ კარიერა ოჯახზე უპირატესია. მამაკაცები მექალთანეები არიან, ხოლო ქალებს დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე. ტიტები ქორწინდებიან ძალიან გვიან, ზოგჯერ კი ქორწინებას საერთოდ იგნორირებას უკეთებენ.

02.07-12.07 დუმფარა დუმფარას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მრავალფეროვანი ნატურები არიან, მათში გაერთიანებულია სამივე - წყლის, მიწისა და ჰაერის სტიქიები. ამის გამო ისინი თავს ნებისმიერ ადგილზე და სიტუაციაში თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში. გააჩნია მრავალმხრივი ინტერესთა სფერო, ამიტომ სხვადასხვა კატეგორიისა და ხასიათის ადამიანებთან უწევს ურთიერთობა. ცხოვრებაში იშვიათად აწყდება სიძნელეებს, თუმცა თავისი მრავალმხრივი და მიმტევებლური ხასიათის გამო, ადვილად პოულობს გამოსავალს და ლახავს ყველანაირ პრობლემას. ბუნებით მეოჯახეა, უყვარს ოჯახური სითბო, ბავშვები. თუ ცხოვრების თანამგზავრიც იგივე თვისებებით შეხვდა, მათი ქორწინება მყარი და სამაგალითოა.

13.07-23.07 ია იას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები სინაზით და სინატიფით გამოირჩევიან, ისინი ამით იპყრობენ გარშემომყოფთა ყურადღებას. თუმცა ამასთან ერთად ისინი კაპრიზულები, ჭირვეულები და მომთხოვნები არიან. იებს ჩრდილში ყოფნა უყვართ, თუმცა ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოვიდნენ დღის სინათლეზე და ხმამაღლა განცხადონ საკუთარი ამბიციებისა და მიზნების შესახებ. გრძნობებში ერთგულები არიან და შეუძლიათ საკუთარი თავი მსხვერპლადაც კი მიიტანონ ამის გამო, თუცა სამაგიეროდაც იგივე გრძნობასა და თავგანწირვას მოითხოვს, რასაც იღებს კიდეც უმეტეს შემთხვევაში.

24.07-02.08 ასკილი ასკილი ბუნებაში ,,ველური ვარდის" სახელითაც არის ცნობილი. მისი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გარეგნულად ,,ეკლიანი&=+=&&=+=& პიროვნებების შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა ძირითადად მათი ხასიათის მტკიცე, მკვეთრი და ზოგჯერ სხვებისთვის მტკივნეული თვისებები ემსახურება მხოლოდ თავდაცვას და ამ მიზნისთვისაა განკუთვნილი. მიუხედავად ამისა, შინაგანად, ამ ნიშნით დაბადებულები ფაქიზი, მყიფე ხასიათის ადამიანები არიან, მათუ წყენინება და წინასწირიბიდან გამოყვანა ძალიან ადვილია. ამიტომ ისინი ხშირად, იმის გამო, რომ დაიცვან საკუთარი თავი, თავდასხმას ამჯობინებენ ხოლმე, რადგან თვლიან, რომ თავდასხმა - თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. გრძნობებში მყარია, მასზე დაყრდნობა შეილება, იცის კარგი პარტნიორის ფასი და შეძლებისდაგვარად აფასებს მას.

03.08-12.08 მზესუმზირა მზესუმზირას ნიშნის ქვეშ დაბადებულები, მიზანმიმართული და შრომისმოყვარე ადამიანები არიან. ისინი, შესანიშნავი, გარეგნული იერსახითაც გამოირჩევიან და არ უჭირთ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება. არ უჭირთ სხვადასხვა სფეროებში წარმატების მიღწევა, რადგან ამისთვის ყოველგვარი წინაპირობა და შესაძლებლობა გააჩნიათ. მიღწეული წარმატებები, არ აბრმავებთ და თავბრუს არ ახვევთ, მას ღირსეულად იფერებენ. უყვართ ოჯახური სითბო და დიდ სიამოვნებას ანიჭებთ ბავშვებთან ურთიერთობა, თუმცა შინაგანად ამას შესაძლოა ვერ აცნობიერებდნენ კიდეც.

13.08-23.08 ვარდი ვარდი ყვავილების დედოფლად მიიჩნევა, მისი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ამბიციურები და მიზანსწრაფულები არიან. სად, ან რა სიტუაციაშიც არ უნდა იყვნენ, ისინი ყველგან ცდილობენ დაიკავონ ლიდერის პოზიცია. ხშირად იწვევს გარშემომყოფებში აღტაცებას და შურსაც კი, რის გამოც მრავლად ჰყავს არაკეთილმოსურნენი, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ სიტუაციაში მის წარმატებას და მიღწევებს ჩრდილი მიაყენონ. თავად ვარდი, ბუნებით უმწიკვლოა, თუ არ აიძულეს, არ შეუძლია ვინმეს თავის სურვილით ავნოს და ზიანი მოუტანოს. ვარდებს ეძნელებათ საკუთარი მიუწვდომლობის შენიღბვა და ამავე დროს საკუთარი ეკლების დემონსტრირება, მაგრამ მისთვის, ვისაც გული მიუძღვნა, ყველაფრის გაღება შეუძლია, რადგან ოჯახური სითბო მისთვის ყველაზე მაღლა დგას.

24.08-02.09 დელფინიუმი დელფინიუმის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ასკეტები არიან, მომთხოვნები არიან ყველას მიმართ, საკუთარი თავის გარდა. დელფინიუმი ძალიან ხშირად პასუხებს აგებს არა საკუთარი, არამედ სხვისი შეცდომების გამო, რითაც საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნის საკუთარ თავს. ზედმეტად რბილები და შემწყნარებლურები არიან არაკეთილმოსურნეთა მიმართ, რაც პრობლემებს უქმნით, ამიტომ სასურველია, თუ წინააღმდეგობის უნარი გამოუმუშავდებათ და მოწინააღმდეგეეებს, რომლებიც აკრძალული ხერხებით თამაშობენ, ღირსეულად უპასუხებენ. გრძნობებში ცვალებადები არიან, განწყობა ელვისებურად ეცვლებათ, რითაც აბნევენ პარტნიორებს. ამის გამო, პირად ურთიერთობებში, სირთულეების წინაშე დგებიან და ოჯახის შექმნა საკმაოდ უძნელდებათ.

03.09-11.09 მიხაკი მიხაკის ნიშნის ქვეშ დაბდებული ადამიანები სანდონი, მიზანსწრაფულები, შრომის მოყვარულები და ძალიან პირდაპირები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად პირდაპირობამ შესაძლოა პრობლემები შეუქმნათ ცხოვრებაში, ისინი მაინც სიმართლის თქმას ამჯობინებენ ხოლმე. მიხაკები ჯიუტებიც არიან, თუნდაც არ ქონდეთ გამარჯვების იმედი, მაინც დაუფიქრებლად შეებმებიან ხოლმე ნებისმიერ საქმეს. მისი ასეთი მიზანსწრაფულობა არ მოსწონთ გარშემომყოფებს, თუმცა მიხაკებს ეს დიდად არ აღელვებთ და ყოველთვის ცდილობენ თავისი გაიტანონ. მიხაკები ბუნებით ერთგულები არიან და ამასვე ითხოვენ პარტნიორებისგანაც, თუ მათი თავმოყვარეობა და სურვილები დაკმაყოფილებული არ იქნა, ისინი მზად არიან საერთოდ დაანგრიონ ურთიერთობები და საფუძველი ჩაუყარონ ახალ ურთიერთობას.

12.09-22.09 ასტრა ასტრას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მოწესრიგებულები, გაწონასწორებულები და ოპტიმისტები არიან, გამოირჩევიან მხიარული, მეგობრული ხასიათით. ასტრებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ გარშემომყოფებთან და მათ საზოგადოებაში თავს ყველა კარგად გრძნობს, ამას ისინი არა გადაჭარბებული მხიარულებით, არამედ გაწონასწორებული და კარგად გააზრებული მოქმედებით აღწევენ. ინტიმურ ურთიერთობებში მგრძნობიარე და გულითადები არიან, ესწრაფვიან სტაბილურ, ხანგრძლივ და მყარ ურთიერთობას, ამისთვის კი ყველაფერს აკეთებენ.

23.09-03-10 მანანა მანანას ნიშნის ქვეშ ადამიანები გამოირჩევიან სინატიფითა და დახვეწილი გემოვნებით. ახასიათებთ პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა და ერთნაირი მონდომებით ეკიდებიან ნებისმიერ საქმეს, რისი შესრულებაც უწევთ, განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან მეცნიერული და ჰუმანიტარული საგნების მიმართ. შესანიშნავად გამოიყურებიან და აქვთ ლამაზი შინაგანი სამყარო. გააჩნიათ ანალიტიკური აზროვნებისა და შესანიშნავი ათვისების უნარი. შეუცვლელნი არიან ურთიერთობებში, დიდ პატივს სცემენ მეგობრებს და ზოგადად მეგობრობას, შეუძლიათ მათთვის ყველაფერზე წავიდნენ და გააკეთონ. უსიამოვნებებსა და წარუმატებლობებს მშვიდად ხვდებიან და მოთმინებით გადააქვთ ხოლმე. იგივე ითქმის პირად ურთიერთობებზე, თუ არ გაუმართლათ, სასოწარკვეთილებას არ ეძლევიან, ხოლო თუ გაუმართლათ სტაბილურები და მოსიყვარულენი არიან.

04.10-13.10 კამელია კამელიას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევიან, რაც მათ მეტ სინატიფესა და გრაციას ანიჭებთ. ახასიათებთ ბავშვური თვისებები და კარგი მსახიობური მონაცემები, თუმცა მიუხედავად ამისა, ვაჟკაცური ბუნებისა არიან და არაფრის წინაშე არ იხევენ უკან. უყვართ კომფორტი და ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული, თუმცა უშრომლად არა, და მის შესაქმნელად ძალ-ღონეს არ იშურებენ. სიამოვნებას ანიჭებთ ოჯახური გარემო ამიტომ მათი ქორწინება ძირითადად მყარია ხოლმე და არაფერი არ ემუქრება.

14.10-23.10 იასამანი იასამანის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ახალგაზრდული ენერგიით, სულითა და მისწრაფებებით გამოირჩევიან. ისინი მიზანმიმართულები არიან და ყოველგვარ ღონეს ხმარობენ, რათა დასახულ მიზანს მიაღწიონ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკუთარი საქმისადმი ერთგულებით გამოირჩევიან და თავდაუზოგავად ემსახურებიან მას, გვერდით უდგანან და სიამოვნებით ეხმარებიან სხვა ადამიანებსაც. მიუხედავად ამისა, იასამნის ნიშნის ქვეშ დაბადებულები უფრო მოწესრიგებულები და პატიოსნები არიან და არ შურთ უფრო გაქნილი, მოძრავი და ჩალიჩა ადამიანების, რომლებიც ცხოვრების მიზანს უფრო მარტივად და მაქინაციების ხარჯზე აღწევენ. იასამნებს მალე უყვარდებათ და ამით ძალიან ბედნიერები არიან, თუმცა ოჯახის შექმნას ან არ ჩქარობენ, ან არ გამოსდით.

24.10-02.11 ფრეზია ფრეზიას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები დაჟინებულები, ჯიუტები და პირდაპირები არიან. ხასითის ეს თავისებურებანი, მათთვის შესაძლოა ზოგჯერ ზიანის მომტანიც კი აღმოჩნდეს. ფრეზია დიპლომატიურობით გამოირჩევა, რის გამოც ადვილად ახერხებს ადამიანების გულის მოგებას და შესაბამისად სამსახურებრივ კიბეზეც ადვილად მიიწევს წინ. გრძნობებში ფრეზია თავდაჭერილია, იგი იზიდავს საწინააღმდეგო სქესის ადამიანებში მოწონებით სარგებლობს, თუმცა არჩევანის გაკეთებას არ ჩქარობს და ოჯახს საკმაოდ გვიან ეკიდება.

03.11-12.11 ორქიდეა ორქიდეას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, ისევე როგორც თავად ეს იშვიათი ყვავილი, იდუმალებით გამოირჩევიან, ძნელად გამოსაცნობია მათი შინაგანი მონაცემებიც. ისინი მიდრეკილნი არიან იმისკენ, რომ ეჭვი შეიტანონ საკუთარ შესაძლებლობებში, ახასიათებთ სხვა ტიპის ეჭვებიც, რაც უსიამოვნებების და კომფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს. ორქიდეები არ არიან გახსნილები და იშვიათად გადაუშლიან ხოლმე გულს ადამიანებს, ძალიან ახლობლებსაც კი. შეიძლება მათთან წლობით მეგობრობდეთ, მაგრამ მისი ჭეშმარიტი ხასიათი და ბუნება ვერ გამოიცნოთ. გრძნობებში ძუნწია და ისეთივე გამოუცნობი, როგორიც სხვა ცხოვრებისეულ საკითხებში. საკუთარი სურვილით დაქორწინება საერთოდ არ სურს ხოლმე, რადგან ეძნელება უღალატოს უკვე არჩეულ და ,,მიჩვეულ" ცხოვრების წესს.

13.11-22.11 იორდასალამი იორდასალამის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები წყნარი, დამთმობი და მიმტევებლური ხასიათით გამოირჩევიან. გარდა ამისა, ისინი გულუბრყვილონიც არიან და შეუძლიათ დროზე ადრე განაცხადონ საკუთარი მიზნებისა და გეგმების შესახებ, რამაც შესაძლოა მათი საქმეები დააზარალოს. იორდასალამი საქმის მიმართ ერთგული და მონდომებულია, შეუძლია თავი გადადოს და ბოლომდე მიიყვანოს ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებს. ამ თვისების გამო, იორდასალამებში პრაქტიკულად ვერ შეხვდებით დაუსაქმებელ ადამიანს. გრძნობებში ძუნწია და საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობები ძალიან უჭირს, ამიტომ უჭირს ოჯახის შექმნაც, თუმცა პიროვნული თვისებების გამო მუდამ ჰყავს გვერდით მოსიყვარულე პარტნიორი.

23.11-02.12 გლადიოლუსი გლადიოლუსის (ხმალა) ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ერთი შეხედვით მკაცრები და ოფიციალურები არიან, თუმცა მათი ასეთი გარეგნობის მიღმა კეთილგანწყობა და მზრუნველობა იმალება, რომელსაც ხშირად იჩენენ ახლობლების მიმართ. სტაბილურობით არ გამოირჩევიან, ერთი საქმე იშვიათად აკმაყოფილებთ და მუდმივად სიახლეების ძიებაში იმყოფებიან. საკუთარ აზრს პატივს სცემენ, თუმცა სხვების ნათქვამს და რჩევებსაც ითვალისწინებენ. გრძნობებში მეოცნებენი და რიმანტიკოსები არიან, საწინააღმდეგო სქესის ადამიანებში სიმპათიითა და სიყვარულით სარგებლობენ, რადგან რომანტიზმის გარდა ურთიერთობებში დათმობაც შეუძლიათ და ძალიან ხშირად უთმობენ პარტნიორებს.

03.12-12.12 ბაბუაწვერა ბაბუაწვერას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ექსტრავაგანტულობით გამოირჩევიან და ზოგჯერ არღვევენ საყოველთაოდ მიღებულ წესებსა და ნორმებს. უყვართ კომფორტი და ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული, თუმცა კომფორტის მისაღწევად გარჯა ეზარებათ და ურჩევნიათ ეს ყველაფერი ,,როგორღაც", თავისთავად გახდეს მათთვის მისაღწევი. არ უყვართ კრიტიკა, თუმცა თავის დაცვაც შეუძლიათ, შესაბამისად ადვილად არ შეეპუებიან და დაეჩაგვრინებიან ვინმეს. სიყვარულში ერთგული, სიმართლის მოყვარული და მოსიყვარულეა, თუ უყვარს, არ ფიქრობს მოსალოდნელ შედეგებზე და შეუძლია თავდავიწყებით გადეშვას გრძნობათა მორევში.

13.12-22.12 ლოტოსი ლოტოსის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არაორდინალური აზროვნებითა და ეგზოტიკური ხასიათით გამოირჩევიან.ისინი მოუქნელები არიან, არა აქვთ მოთმენის უნარი სხვა ადამიანების მიმართ, თუმცა ორგანიზებულობა და თვითდისციპლინაც ახასიათებთ. ლოტოსები პატიოსანი, ტაქტიანი ადამიანები არიან და ნებისმიერ სიტუაციაში იციან როგორ დაიჭირონ თავი, რომ გარშემომყოფებზე დადებითი ზემოქმედება მოახდინონ. გრძნობებში სტაბილურები არიან, მათი ნდობა შეიძლება, უყვართ მყარი ურთიერთობები და ქორწინებაში ამას შესანიშნავად ავლენენ.

23.12-31.12 ედელვაისი ედელვაისის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები სანდოობით და მშვიდი ტემპერამენტით გამოირჩევიან, თუმცა ზოგჯერ საკვანძო მომენტებში თვითკონტროლს კარგავენ ხოლმე. ედელვაისს უყვარს თავისუფლება, გაშლილი სივრცე, სუფთა ჰაერი და ზღვა, ვერ იტანს შეზღუდვებსა და წინასწარ გაწერილი გეგმით მოქმედებას. თუმცა მიუხედავად ამ თვისებებისა, მაინც ახერხებს კარიერის გაკეთებას, რადგან პრაქტიკულად ყოველთვის საღად აზროვნებს. ენამახვილია და საკმაოდ განათლებულია, თუმცა მთელუ ცხოვრების განმავლობაში არ თაკილობს სწავლას და ცდილობს ისწავლოს ყვალაფერი, რაც გამოადგება ცხოვრებაში. უყვარს ტემპერიმენტიანი პარტნიორები, თუ საშუალება მიეცა, სიამოვნებით იცვლის ხოლმე მათ, თუმცა ყველასთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს, აქედან გამომდინარე, ოჯახს ძალიან გვიან ქმნის ხოლმე.

01.01-10.01 მდოგვი მდოგვის (ყვითელი ნაღველა) ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მიზანმიმართულები და შრომისმოყვარეები არიან, ისინი მედგრად მიიწევენ წინ საკუთარი მიზნების აღსასრულებლად და შეუპოვრობის წყალობით, ხშირად აღწევენ კიდეც საწადელს. მდოგვები მორიდებულები და სკუთარ თავში ჩაკეტილები არიან, არ უყვართ ხალხმრავალ საზოგადოებაში ყოფნა და უპირატესობას წყნარ, მშვიდ ატმოსფეროში ყოფნას ანიჭებენ. ბუნებით მოსიყვარულეები და ერთგულები არიან, თუმცა თავადაც უყვართ სითბო. არ ახასიათებთ ღალატი, შეუძლით იყვნენ ერთნაირად მეგობრულები, როგორც პარტნიორებთან, ასევე შვილებთან მიმართებაში.

11.01-20.01 ნარშავი ნარშავის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები კეთილები, დამთმობები და მიმტევებლები არიან. თუმცა ეს თვისება გარეშე თვალისთვის, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვინც მათ არ იცნობს, ხშირად შეუმჩნეველია, რადგან ნარშავები ამ თვისებებს საგულდაგულოდ ნიღბავენ გულგრილობით და ზოგჯერ უხეშობითაც კი. საქმისადმი ერთგულებით გამოირჩევიან, თუმცა ზოგჯერ ზედმეტი სიჩქარით შესაძლოა საქმე გააფუჭონ, ან ბოლომდე ვერ მიიყვანონ. ისინი შესანიშნავი მეგობრები და მეოჯახეები არიან, საგულდაგულოდ ეძებენ მეორე ნახევარს და თუ ის ისეთი აღმოჩნდა, როგორიც თავად სურთ და წარმოუდგენიათ, სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგულები და სულიერი მეგობრები რჩებიან ხოლმე.

21.01-31.01 უკვდავა უკვდავას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ელეგანტურები, მაგრამ ამავე დროს მორიდებულები და უპრეტენზიოები არიან. მართალია ენერგეტიკულად სუსტ ნიშნად ითვლება, მაგრამ უკვდავა მაინც უკვდავაა და ყოველთვის პოულობს საკმარის ძალებს სიძნელეების გადასალახავად. უკვდავა სტაბილურობით, გამოირჩევა, იგი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, დგება ადრე, მისდევს სპორტს, არ ეწევა, არ სვამს (თუ მოინდომა) და კარიერასაც დიდ ყურადღებას უთმობს, ამიტომ სამსახურებრივ კიბეზე საკმაოდ წარმატებით მიიწევს ხოლმე წინ. რაც შეეხება გრძნობებს, უკვდავა აქაც სტაბილურია, უპირატესობასაც მყარ, სტაბილურ ურთიოერთობებს ანიჭებს და შესაბამისად ოჯახურ პრობლემებს და სიძნელეებს ყოველთვის, ყოველგვარი პრობლემების გარეშე ლახავს ხოლმე.

01.02-10.02 ფითრი ფითრის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ძლიერი, რისკიანი ადამიანები არიან, გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობით, უყვართ მოგზაურობა, კომფორტულად ცხოვრება და ყველაფერი საუკეთესო, რაც კი არსებობს ცხოვრებაში. ფიზიკურად მიმზიდველები და მოხდენილები არიან, მისდევენ მოდას და შესანიშნავად ფლობენ საწინააღმდეგო სქესის მოხიბვლის ხელოვნებას. სიყვარულში და ზოგადად გრძნობებში უკიდურესობა ახასიათებთ, ან თავგამოდებით უყვართ და ყველაფერზე მიდიან ამ სიყვარულის შესანარჩუნებლად, ან პირიქით მიუდგომლობისა და გულცივობის საბურველში გაეხვევიან ხოლმე და ახლოს არ უშვებენ მათი გულის დაპყრობის მოსურნეებს.

11.02-19.02 ბელადონა ბელადონას (შმაგა) ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები შრომისუნარიანები და შრომისმოყვარეები არიან, რის ხარჯზეც სწრაფად მიიწევენ წინ და ნებისმიერი საქმე ხელეწიფებათ. შინაგანად პატიოსნები არიან და არასოდეს იკისრებენ ცუდ, არამორალურ საქმეს არათუ ნაცნობ-მეგობრების, არამედ ნებისმიერი, უცხო ადამიანის მიმართ. გრძნობებში სტაბილურები და სანდონი არიან, არ უყვართ თვალთმაქცობა და ტყუილი, იღბალი უმართლებთ ხოლმე და მტკიცე ოჯახს ქმნიან. მათ მიერ შექმნილი ოჯახი კი როგორც წესი მყარია და თუ ბელადონების მატერიალურ მდგომარეობას ზიანი არ მიადგა, ისე არაფერი ემუქრება.

20.02-28.02 მიმოზა მიმოზას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ემოციურები და ადვილად ფეთქებადები არიან. ის, რაც სხვებისთვის ბეულებრივი მოვლენაა, მათთვის შესაძლოა გაღიზიანებისა და აღშფოთების მიზეზი გახდეს. საქმის მიმართ ერთგულება და თავდადება ახასიათებთ, თუმცა ზოგჯერ გადაღლილობისაგან აპათია ეუფლებათ და გულს ვეღარ უდებენ ვერანაირ საქმიანობას. უყვართ როცა მათ თავდადებას, სიკეთესა და მონდომებას სათანადოდ აფასებენ და ამას ხმამაღლა განმოხატავენ. გრძნობებში მიმოზა ნმომთხოვნია, იგი არაფერს იშურებს პარტნიორისგან და სამაგიეროსაც იგივეს ითხოვს, სურს, რომ მისი ყურადღება პატივისცემა, პარტნიორის მხრიდან სათანადოდ იყოს დაფასებული.

01.03-10.03 ყაყაჩო ყაყაჩოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები საკმაოდ დაუჯერებელნი არიან საკუთარ თავში და ხშირად არ ყოფნით საკუთარი თავის რწმენა. ამისდა მიუხედავად, მათ გააჩნიათ ქარიზმა და სხვების დარწმუნების უნარი, რისი საშუალებითაც საწადელს მაინც აღწევენ ხოლმე. ყაყაჩოს ცხოვრების გზა არ არის მარტივი, მაგრამ მათ გააცნიათ კარგი თვისება, კერძოდ ის, რომ ცდილობენ დაძლიონ საკუთარი უარყოფითი თვისებები, რაც შედარებით იოლს ხდის მათ ძალისხმევას. პრობლემატურები არიან გრძნობებში, უჭირთ არჩევანის გაკეთება და პარტნიორის თითქმის ყველა თვისებას გამადიდებელი ლუპის ქვეშ ატარებენ, შესაბამისად ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებაც იგვიანებს უკეთესი პარტნიორის გამოჩენის იმედით.

11.03-20.03 შროშანი - შროშანის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები შესანიშნავი გარეგნობით, მომხიბვლელობითა და ფაქიზი სულით გამოირჩევიან, აქვთ ნატიფი, დახვეწილი გემოვნება. შროშანებს უყვართ როცა იდუმალებით მოსილი და გამოუცნობი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, ახასიათებთ ემოციურობა, არიან ამბიციურები და ამაყები, უყვართ მბრძანებლობა და დიდ სიამოვნებას ანიჭებთ, როცა ბრმად ემორჩილებიან. გააჩნიათ, შარმიც, ადვილად ახდენენ კარგ შთაბეჭდილებას გარშემომყოფებზე და შემდეგ სარგებლობენ ამით. გრძნობებმში მერყევია, შეუძლია ითამაშოს პარტნიორის გრძნობებზე და შემდეგ იმედგაცრუებული დატოვოს იგი, ამიტომ დაფიქრება და დაკვირვება მართებთ მათ, ვისაც პარტნიორად შროშანი ერგო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100