ვლადიმერ ბედუკაძეს მედიასთან კონტაქტი აეკრძალა
ციხის სკანდალური კადრების ავტორს ვლადიმერ ბედუკაძეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჟურნალისტებთან კონტაქტი აეკრძალა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმართა მიმართ არადამიანურ მოპყრობასა და წამებაში ბრალდებულების მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე ჟურნალისტებს ბედუკაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განუცხადა.
აფციაურის
თქმით, არსებობს პროკურატურის დადგენილება, რომლის მიხედვით ბედუკაძეს მედიასთან კონტაქტი ეკრძალება.
ბედუკაძე ერთ-ერთი ბრალდებულია იმ საქმეზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში ტარდება. წინასასამართლო პროცესს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი ატარებს. პატიმართა წამებასა და არადამიანურ მოპყრობაში ციხის ადმინისტრაციის
17 ყოფილი
თანამშრომელია
ბრალდებული.
კომენტარი