სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მით რომნიმ პუტინი ტირანად მოიხსენია (ვიდეო)

დებატების დროს აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის სავარაუდო მემკვიდრემ მკაცრად გააკრიტიკა ბარაკ ობამას პოლიტიკა. CNN-ის ცნობით, მით რომნიმ განაცხადა, რომ „მსოფლიოს ტირანები იყენებენ ობამას პოლიტიკის სისუსტეს თავიანთი ინტერესების გასატარებლად.

ობამას პოლიტიკას რუსეთთან დაახლოების შესახებ მით რომნი შეცდომად მიიჩნევს. მან ვლადიმირ პუტინი ფიდელ კასტროსთან და მაჰმუდ აჰადინეჯადთან ერთად მოიხსენია და ყველა „ტირანად“ მოიხსენია.

ამავე დროს, მით რომნიმ ირანტან დაკავშირებით აშშ-რუსეთის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა, აღნიშნა რა, რომ თავისი ბირთვული პროგრამით ირანი საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის, ობამამ კი რუსეთზე ვერ განახორციელა სათანადო ზეწოლა, რათა იგი ირანის წინააღმდეგ სერიოზულ სანქციებზე წასულიყო. „მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არ დავუთმობდი რუსეთს იმას, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა და რაც დაუთმო ობამამ - რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს პოლონეთში - სანამ მისგან არ მივიღებდი თანხმობას ირანის წინააღმდეგ სერიოზული სანქციების გამოყენებაზე“, - განაცხადა მით რომნიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100