50-მდე შავი ტომარა გამოდის საავადმყოფოებიდან...რანაირად არ ვითხოვთ პასუხს იმაზე, რომ ადამიანები უბრალოდ გაწირეს სიკვდილისთვის - ექიმის ემოციური პოსტი
ექიმი ანი ქავთარაძე ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ნეკროლოგების კედლად იქცა აქაურობა!
რანაირად ვუძლებთ ამ ყველაფერს ხალხო, რანაირად ვართ მშვიდად?!რანაირად ვუყურებთ მკვდარს მკვდარზე!
ახლა უკვე ახალგაზრდებს და ორსულებსაც...
რანაირად არ ვითხოვთ პასუხს იმაზე, რომ ადამიანები უბრალოდ გაწირეს სიკვდილისთვის....
დღეში 50 ადამიანი!
დღეში! დღეში! ერთ დღეში!
50-მდე შავი ტომარა გამოდის საავადმყოფოს კედლებიდან, ჩვენ კი ვითვლით, ვითვლით დაუსრულებლად, ყველას ერთად, 24 საათის მანძილზე და შემდეგ, საერთო ჯამს ვამატებთ...
ნუთუ სიტყვა- პასუხისმგებლობა დაგვავიწყდა?!
ნუთუ იმისთვის ვითხოვდით ეკონომიკის გაჩერებას და გამოკეტვას ასეთი დღეები გაგვთენებოდა?!
ნუთუ იმისთვის რომ ასე არ მოვმზადებულიყავით?!
ყველაზე ცუდ სცენარშიც ვერ წარმოვიდგენდი მსგავსს!!!
ძალიან უნდა მოინდომო ადამიანმა, ძალიან უნდა დაძაბო გონება, რომ მსგავსი განვითარება მისცე პროცესს!!
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ულხინდა პანდემიამდეც, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა მორყეული ეკონომიკა და ჯანდაცვა,იმდენად მცირე რიცხვოვანი ერი ვართ, პანდემიის მართვა შეიძლებოდა ძალიან რაციონალურად, ლოგიკურად და მშვიდად....
ჩემს ტვინში უბრალოდ ვერ ლაგდება მოვლენათა ის განვითარება, რომელიც გვაქვს, დასაწყისიდან დღემდე.
როგორ ვუძლებთ?! როგორ ვიტანთ?!
მე უბრალოდ არ მესმის!", - წერს ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა.
კომენტარი