სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შავ ჭირს 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა

სამხრეთ-დასავლეთ მონღოლეთში, გობი-ალტაის პროვინციაში შავ ჭირს 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა, - ამის შესახებ France 24 წერს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბიჭი იშვიათი ბაქტერიული დაავადების დიაგნოზით მას შემდეგ მკურნალობდა, რაც ვირზაზუნა შეჭამა.

„15 პირი, ვისაც დაავადებულთან ჰქონდა კონტაქტი, კარანტინშია, 15 ადამიანი კი ანტიბაქტერიულ მკურნალობას გადის“, - აცხადებენ მონღოლეთის ჯანდაცვის სამინისტროში.

ზოგიერთი მღრღნელი (ბინის თაგვი, ვირთაგვა, ვირზაზუნა) სხვადასხვა მძიმე დაავადების (შავი ჭირი, ტულარემია, ტიფი, დიზენტერია და სხვ.) გამავრცელებელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100