სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როდის დაიწყება საქართველოში ბავშვების 12 წლის ასაკიდან აცრა

„ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო 12 წლის ასაკიდან ბავშვების აცრა. ჩვენთანაც აღნიშნულთან დაკავშირებით იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოში ძალიან აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ შემოდგომიდან ჩვენთანაც დაიწყება.“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მასწავლებლების დაახლოებით 40% უკვე აცრილია და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება.

„მივესალმები ვაქცინაციის პროცესში ჩვენი პედაგოგების აქტიურობას. მასწავლებლების დაახლოებით 40% უკვე აცრილია და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება.“ განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100