ლალი მოროშკინას შვილი და მეგობრები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან
ლალი მოროშკინას შვილი სანდრო ჩაგანავა აცხადებს , რომ დედამისის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ჯარიმით გამოშვების შემთხვევაში, ლალი მოროშკინა პრესკონფერენციას გამართავს.
“თუ სასჯელის შეცვლაზე უარს გვეტყვიან, მაშინ, სავარაუდოდ, საპროტესტო აქციას მოვაწყობთ , რომელიც მოდულის შენობასთან ან ტელე-იმედთან გაიმართება. ლალის თქმით, იგი ნანუკას და თაკოს პირადი პატიმარია,”-აღნიშნული განცხადება “ჯეონიუსთან” საუბრისას სანდრო ჩაგანავამ გააკეთა.
მარინა სალუქვაძის თქმით, სასამართლო ნაჩქარევად და უკანონოდ ჩატარდა , რადგან მას ლალი მოროშკინას პირადი ადვოკატი არ ესწრებოდა.
ცნობისათვის, ლალი მოროშკინა დღეს დილით დააკავეს და ადმინისტრაციული სასჯელი, 15 დღით საპატიმროში მოხდა მიუსაჯეს. მოროშკინას ადვოკატი თამარ გოჩელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
კომენტარი