სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაზი ჟონავდა, ბავშვები მარტო იყვნენ სახლში - ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისი ენერჯი

კომპანია ,,თბილისი ენერჯი" ისანში მომხდარი ფაქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

,,ისანში, ყვარლის ქუჩაზე, ბინაში სადაც გაზი ჟონავდა, ბავშვები მარტო იყვნენ. ყურადღებიანი მეზობლის წყალობით და სწრაფი რეაგირების სამსახურის ოპერატიული მოქმედებით, სახლში მარტო დატოვებული ბავშვებიც და მეზობლებიც დიდ უბედურებას გადაურჩნენ.

მეზობელმა როგორც კი სადარბაზოში გაზის სუნი იგრძნო, სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114-ზე დარეკა.

„სადარბაზოში გაზის სუნია“ – ზარი ისნის რაიონიდან, ყვარლის ქუჩიდან შემოვიდა. სწრაფი რეაგირების სამსახური ადგილზე მალე მივიდა. შემოწმდა მთელი სადარბაზო. სპეციალურმა ლაზერულმა აპარატმა გაზის მაღალი კონცენტრაცია პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში დააფიქსირა.

ბინაში მხოლოდ ბავშვები აღმოჩნდნენ. გაზქურის ონკანი კი ღია მდგომარეობაში იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა. შემოწმებისას ასევე აღმოჩნდა, რომ თავად გაზქურაც დაზიანებული იყო და გაზი ჩაკეტილ მდგომარეობაშიც ჯონავდა. გაზგაყვანილობა კი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. მოკლედ რომ ვთქვათ 114-ის ბიჭებმა თითქმის ყველა საშიში დარღვევა ნახეს რაც ყველა შემთხვევაში აფეთქებას გამოიწვევდა.

ბინა განიავდა და გაზი გადაიკეტა. ბავშვების მშობლებიც მალევე გამოჩნდნენ. მათგაზის უსაფრთხო მოხმარებაზე გაფრთხილება მიიღეს და ინსტრუქციაჩაუტარდათ.

ყურადღებიან მეზობელს კი კომპანიის სახელით მადლობას ვუხდით მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის. მის რომ დროულად არ დაერეკა თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ნომერზე 114 ყველაფერი ტრაგედიით დასრულდებოდა.

არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. ნუ რისკავთ საკუთარი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლით

გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე სპასუხისმგებელია აბონენტი. თბილისი ენერჯი ნებისმიერ დროს უფასოდ ამოწმებს თქვენს სახლში გაზის ქსელის უსაფრთხოებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100