"დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაშავებულ მამაკაცს დამწვარი აქვს სახე, გულ-მკერდი, ზემო და ქვემო კიდურები, საქმე გვაქვს დამწვრობით შოკთან" - გუგა ქაშიბაძე
დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი დამწვრობით შოკში იმყოფება და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განცხადებით მამაკაცს დამწვარი აქვს სახე, გულ-მკერდი, ზემო და ქვემო კიდურები.
„ჩვენს კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცია მოთავსებული, რომელსაც დამწვარი აქვს სახე, გულ-მკერდი, ზემო და ქვემო კიდურები. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიზულ დიაგნოზთან გვაქვს საქმე. ის მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. საქმე გვაქვს დამწვრობით შოკთან. შოკიდან გამოსვლის შემდეგ დაისახება მისი მკურნალობის გზები“, - განაცხადა ქაშიბაძემ.
ცნობისთვის, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსის მე-4 სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო აფეთქება დღეს მოხდა. დაშავებულია 7 ადამიანი, აქედან ერთი 8 თვის ბავშვია.
კომენტარი