იტალიაში 31 წლის ქართველი მამაკაცი დამხრჩვალი იპოვეს
იტალიაში, ქალაქ ბარიში 31 წლის ქართველი მამაკაცი დამხრჩვალი იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო პორტალი aritoday.it ავრცელებს.
ცხედარი ადგილობრივი დროით 07:45 საათზე იპოვეს. მამაკაცი, სავარაუდოდ, წყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი