სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შენ ხარ ჩემი პირველი , მთავარი, უპირობო, უკიდეგანო სიყვარული" - ასე ულოცავს თიკა ფაცაცია შვილს დაბადების დღეს

დღეს თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟი იუბილარია. ასე მიულოცა მოდელმა შვილს დაბადების დღე:

„ჯერ არც კი ვიცნობდი და მიყვარდა. უკვე მის ხასიათსაც ვხვდებოდი, მშვიდი, გაწონასწორებული , ღირსეული მამაკაცი . ისიც ვიცოდი როდის შიოდა ფაფარ აშლილი ლომივით და მერე ისევ სიმშვიდეს უბრუნდებოდა. გავიცანი და იმ წამსვე მივხვდი რომ ჩემი ცხოვრება სულ შეიცვალა და ბევრად უფრო სავსე, ბედნიერი და მზრუნველი გახდა.სიყვარულით და სითბოთი აივსო.
შენ ხარ ჩემი პირველი , მთავარი, უპირობო, უკიდეგანო სიყვარული... დე, მადლობა რომ მე ამირჩიე... ანდრო გილოცავ დაბადების დღეს ... I love you“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100