სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თბილისის წყალდიდობისას თავისი ხელით მიჰქონდა ყოველ დღე სადილი ბიჭებისთვის, დღეს ჩემი არაქართველი მეგობარი დააკავეს.."

"დღეს ჩემი არაქართველი მეგობარი დააკავეს... მასთან ერთად პირველად ორი წლის წინ მომიწია მოგზაურობა. მახსოვს ნიკარაგუას წარმომადგენელი გამოდიოდა სცენაზე. ჩემს მეგობარს ჩემგან განსხვავებით ქართული დროშა ჩანთით ჰქონდა წამოღებული და გულშემატკვირობდა ქართველ ობოლ გოგონას. ნიკარაგუელის გამოსვლის დროს დროშა დაბლა დაუშვა. ამათ აფხაზეთი აღიარეს და ტასშაც არ დავუკრავო. მანამდე იყო 2008 წლის ომი, როცა ქართველების გვერდით იდგა. შემდეგ თბილისის წყალდიდობა, სადაც არ მოშორებია დამეწყრილ ადგილებს და თავისი ხელით მიჰქონდა ყოველ დღე სადილი ბიჭებისთვის, შემდეგ იყო იდეა "ისწავლე ქართულად" და მისი სიხარული, როცა მისმა პატარა ბიჭებმა ქართულად წერა კითხვა დაიწყეს...დღეს ჩემი მეგობარი დააკავეს..." - წერს PR-ის სპეციალისტი, მაიკო ჩიტაშვილი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი თურქი ბიზნესმენი მუსტაფა ემრე ქაბუკი დღეს დილით დააკავეს. როგორც სანდო წყარო აცხადებს, საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე ბიზნესმენის დაკავება თურქეთის მხარის მოთხოვნით მოხდა. მას ტერორისტული ორგანიზაციისთვის წილის მიყიდვას ედავებიან. დაკავებული მუსტაფა ემრე ქაბუკი დემირელის კოლეჯისა და რამდენიმე სკოლის დირექტორია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100