სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოკლული ანაკონდის მუცელი რომ გაფატრეს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შოკისმომგვრელი სურათი ნახეს

ნიგერიის ერთ-ერთ სოფელში მაცხოვრებლებმა გიგანტური ზომის ქვეწარმავალი მოკლეს. მისი სიდიდე არა მხოლოდ სიგრძეში, არამედ სიგანეშიც გამოიხატებოდა. ქვეწარმავლის დაჭერა სრულიად შემთხვევით მოხდა - სოფლის მაცხოვრებლებს გამუდმებით ეკარგებოდათ ეზოდან შინაური ცხოველი და ფრინველი, ამიტომ საჭიროდ მიიჩნიეს მტაცებლისთვის მახე დაეგოთ, თუმცა ასეთი ზომის ქვეწარმავლის მახეში გაბმას არავინ ელოდა. ყველაზე შოკისმომგვრელი კი მისი მუცელი აღმოჩნდა გაფატვრის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ქვეწარმავალი ძალიან მალე უამრავ კვერცხ დადებდა და სოფელს კიდევ უფრო ბევრ გველს შემატებდა. გიგანტური ქვეწარმავლის სიდიდე 5 მეტრს აღემატებოდა და მთელი სხეული რამდენიმე მწკრივად განლაგებული კვერცხით ჰქონდა სავსე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გველის კვერცხში არსებული ჯერ კიდევ არ დაბადებული ქვეწარმავალი საკმაოდ ძვირიან დელიკატესად ითვლება, შესაბამისად, ადგილობრივებმა დიდი ფულის სანაცვლოდ გაყიდეს თითოეული. რაც შეეხება ამ უზარმაზარ პთონს, ის აფრიკაში ბინადრობს და იკვებება ყველანაირი ცოცხალი არსებით, რის მონადირებასაც შეძლებს და მსხვერპლის ზომისა და წონის მიუხედავად, ქვეწარმავალს მისი დაჭერა და შეჭმა არასდროს უჭირს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100