სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერდოკის საქმეს ფედერალური ბიურო შეისწავლის

აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ იგი იწყებს მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის ახალი ამბების კორპორაციის გამოძიებას იმის თაობაზე, უსმენდნენ თუ არა ამ კორპორაციის თანამშრომლები 2001 წლის 9 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებში დაზარალებულთა ოჯახის წევრთა სატელეფონო საუბრებს.

ფედერალურმა ბიურომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ნიუ-იორკის კონგრესმენმა პიტერ კინგმა თხოვნით მიმართა, დაიწყოს გამოძიება. ეს ზემოთხსენებული ფაქტი ნაწილია იმ სკანდალისა, რომელიც ლონდონში დაიწყო. 80 წლის მერდოკმა და მისმა ვაჟიშვილმა ჯეიმსმა თანხმობა განაცხადეს დიდ ბრიტანეთის პარლამენტს მისცენ ჩვენებები. საგულისხმოა, რომ მამა–შვილთაგან ორივე აშშ-ს მოქალაქეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100