ზოდიაქოს ნიშნები და ცნობილი მამაკაცები
როგორც ამბობენ, მამაკაცის მოხიბვლის მრავალი საშუალება არსებობს, მაგრამ, თუ გაარკვევთ მის ზოდიაქოს ნიშანს, საქმე ერთიორად გაგიადვილდებათ. ცნობილ მამაკაცებზე დაყრდნობით, შევეცდებით შეძლებისდაგვარად დაგანახოთ ის თვისებები, რომლებიც კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნისთვისაა დამახასიათებელი.
ვერძი - ევან მაკგრეგორი
ენერგიული, იმპულსური, ცოტა ეგოისტური და აგრესიული ევანის ქმედებებს ხშირად ხსნის ის ფაქტი, რომ ის ვერძია. მასთან არასდროს მოიწყენ, იმიტომ, რომ არ იცი, როდის რას გააკეთებს. ადვილად შეუძლია ქალის ჭკუიდან გადაყვანა, მაგრამ ევან მაკგრეგორის შემთხვევაში, ეს შეიძლება მთლად „ვერძობის“ დამსახურება არც იყოს. ვერძი საშინელი მესაკუთრე და ამავე დროს ერთგული პარტნიორია.
კურო - დევიდ ბექჰემი
ჯიუტი, მყარი და ცოტა მოუქნელი კურო არასოდეს ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ თუ დაისახა მიზანი, ნელა, მაგრამ აუცილებლად მიაღწევს მას. კურო კონფლიქტის შემთხვევაში არა მხოლოდ სიტყვიერ არგუმენტებს, არამედ სხეულის სხვადასხვა ნაწილებსაც აქტიურად იყენებს. დევიდ ბექჰემსაც, ისევე როგორც ყველა კუროს, უყვარს კომფორტის შექმნა და მშვიდად და გლამურულად ცხოვრება.
ტყუპები - კოლინ ფარელი
კოლინ ფარელი ერთ ადგილზე თურმე იმიტომ ვერ ჩერდება, რომ ზოდიაქოს ნიშნით ტყუპები ყოფილა. ის არასდროს არის ბედნიერი „აქ და ახლა“, რადგან ამ დროს ყოველთვის ფიქრობს იმაზე, რომ შეეძლო ყოფილიყო სხვაგან, ბევრად უკეთეს სიტუაციაში. კოლინში, ისევე როგორც ყველა ტყუპ კაცში, შეუძლებელია 100%-ით იყო დარწმუნებული. არის ეჭვიანი და შეუძლია ნებისმიერ მომენტში მოგახალოთ, რომ აღარ უყვარხართ. ვერ იტანს წუთებში გაწერილ გრაფიკს და მისი სპონტანურობა ხშირად მიუღებელია საზოგადოებისთვის.
კირჩხიბი - ტომ კრუზი
ეჭვი მეპარება, ტომ კრუზი ვინმესთვის გადაშლილ წიგნს წარმოადგენდეს. არ დაივიწყოთ, ის კირჩხიბია. როგორც წესი, ის საგულდაგულოდ მალავს ყველა საიდუმლოს ახლო მეგობრებთანაც კი. კიბო კაცი სენტიმენტალური, იდეალისტი და მეოცნებეა. ზოდიაქოს ამ ნიშანს მთვარე მართავს, შესაბამისად, მის ცვალებადობაზეა ხშირად დამოკიდებული კირჩხიბების ხასიათი. ხშირად მას მოულოდნელად ეუფლება სასოწარკვეთა, ვარდება ეიფორიაში და ეს ყველაფერი სულ მთვარის ბრალია! კირჩხიბს სჭირდება იდეალური ქალი და თუ პოულობს მას, სიამოვნებით უძღვნის მთელ ცხოვრებას...
ლომი - ანტონიო ბანდერასი
კაცი ლომი ყოველთვის თავის სტიქიაშია. ის უზომოდ მიმზიდველი და ქარიზმატულია, რაც მშვენივრად იცის და ხშირადაც იყენებს თავის სასარგებლოდ. თუ ახლოს იცნობთ ანტონიოს, გეცოდინებათ, რომ ის რეალურ ცხოვრებაში ბევრად დესპოტური და ტირანია, ვიდრე შორიდან ჩანს, ესეც მისი „ლომობის“ დამსახურებაა. ლომისთვის არ არსებობს ნახევრად გაკეთებული საქმე, თუ იწყებს რამეს, ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს, ასევეა სასიყვარულო ურთიერთობებშიც.
ქალწული - კიანუ რივზი
მამაკაცი ქალწული ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებით, მიუხედავად ამისა, მისთვის ყველაზე დიდ ნაკლს ფულის ხარჯვის სიყვარული წარმოადგენს. თუ ერთხელ უშვებს შეცდომას, გამორიცხულია ქალწულმა ის გაიმეოროს. ქალი, მისთვის წარმოადგენს უცნაურ სათამაშოს, რაც სერიოზულ შესწავლას საჭიროებს.
სასწორი - ჰიუ ჯეკმანი
მამაკაცი სასწორი კარგი მოსაუბრეა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთისაგან არჩევთ მონესა და მანეს. ჰიუ საოცრად მეგობრული, სამართლიანი, ტაქტიანი და მზრუნველი ადამიანია - რა გიკვირთ, ის ხომ სასწორია! მიუხედავად უამრავი დადებითი მხარისა, არსებობს ერთი მეტად არასასიამოვნო თვისება - თუ სასწორი დადგა არჩევანის წინაშე, შეგიძლიათ დატოვოთ ადგილზე და წახვიდეთ, თან დარწმუნებული იყავით, რომ ის ვერ გააკეთებს არჩევანს (ყოველ შემთხვევაში იმ დღეს). სასწორი აფასებს ხელოვნებას, მუსიკას, მხატვრობას, არქიტექტურას, თეატრს, ქალებს და ქალებს. იგი ადვილად ახერხებს მოხიბლოს სასურველი მანდილოსანი და საკამოდ ერთგული პარტნიორიცაა.
მორიელი - ლეონარდო დიკაპრიო
უცნაური, ემოციური, გამოუცნობი - დიახ, ეს ლეონარდოა. მორიელი მამაკაცები იშვიათად ფიქრობენ იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მათ ქმედებებს მოჰყვეს. ის დაწვრილებით სწავლობს „მსხვერპლს“ და საკმაოდ დიდი ხანი ემზადება თავდასხმისათვის. ის კარგად იცნობს ქალებს და იცის, რომ როდესაც ქალი ამბობს „არას“, გულისხმობს „ჰოს“, შესაბამისად, ადვილად ახერხებს მათ მოხიბვლას. მისთვის არსებობს ცხოვრებისეული კრედო - ყველაფერი ან არაფერი, რომელთაგანაც ძირითადად პირველს არჩევს-ხოლმე!
მშვილდოსანი - ჯეიკ ჯილენჰალი
შესანიშნავი მეგობარი, საიმედო და მომთმენი პარტნიორი, ანუ ჩვენი ჯეიკი მშვილდოსანია. მისთვის ქალი წარმოადგენს პროექტს, და თუ მოხდა ისე, რომ ინვესტიციამ არ გაამართლა შეწყალებას ნურავინ დაელოდება. ადვილად ხდება უმოწყალო, კრიტიკული და შუბრალებელი. მშვილდოსანი კაცები ხშირ შემთხვევებში, ძალიან გახსნილები არიან, რაც აქვთ თავში ის ადგათ ენისწვერზეც, ასე, რომ ტაქტი, მათი ღირსება ნამდვილად არ არის, თუმცა ძალიან ერთგულები და სიტყვის პატრონები არიან. ასე, რომ თუ რამეს დაგპირდათ ჯეიკი, დარწმუნებული იყავით, არ გადაგაგდებთ!
თხის რქა - ჯუდ ლოუ
თხის რქა კაცს სულ ერთი რამ უტრიალებს თავში - „თქვენც ძალიან მიმზიდველი ხართ და მეც, აბა რას ველოდებით?“ ჯუდი არ იღებს უარს (და ვინ ეტყვის უარს რო?), მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ტიპიური მექალთანეა, მთელი ცხოვრება ელოდება „იმ ერთადერთს“. ხმაურიან წვეულებებს ოჯახური მყუდროება ურჩევნია, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მასთან მოიწყენთ. თხის რქები, ისევე როგორც კარგი ღვინო, დროთა განმავლობაში უფრო კეთილშობილები და სექსუალურები ხდებიან. დააცადეთ, გადააბიჯოს ჯუდმაც 50-ს, ნახავთ რა კაცი დადგება (ვითომ ახლა აკლია რამე).
მერწყული - ჯასტინ ტიმბერლეიკი
მერწყულები და განსაკუთრებით, ჯასტინი სულგრძელი, კომუნიკაბელური და გულუხვი მამაკაცები არიან. დიდ ინტერესს იჩენენ სხვების მიმართ და თავს ბედნიერად გრძნობს, როცა ხვდება, რომ ვიღაცას იგი სჭირდება. ჰყავს ბევრი მეგობარი და მზადაა ბოლომდე გადაეშვას მათ პრობლემებში, როდესაც საჭიროა. სულით ნოვატორი მერწყულები მაინდამაინც არ გამოირჩევიან ტრადიციების სიყვარულით. რაც შეეხება რომანტიკულ ურთიერთობებს, მერწყულ მამაკაცებს მალე უყვარდებათ, მაგრამ არასდროს ჩქარობენ სერიოზული ნაბიჯის გადადგმას.
თევზები - დენიელ კრეიგი
ახალი ჯეიმს ბონდი ვნებიანი, ემოციური, სწრაფი და სრულიად არაპროგნოზირებადია. ის ყოველთვის იტანჯება შინაგანი წინააღმდეგობებით და ხშირად დგამს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ნაბიჯებს, მაგრამ რა გიკვირთ, ის ხომ თევზებია! მათი მოხიბვლა ადვილია, თუ ხართ სუსტი, მგრძნობიარე ქალი. თევზი მამაკაცი აიდეალებს ყველას, ვინც მის გარშემოა და ვინც უყვარს, შესაბამისად, ადვილად უცრუვდება იმედები, როდესაც აღმოაჩენს, რომ შეცდა. ხშირ შემთხვევაში, არ აქვს საკუთარი აზრი და ადვილია მათი მართვა.
კომენტარი