სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოს ყველაზე საშიში და მოუხელთებელი დამნაშავეები

ხუაკინ „ფისო“ გუზმანი

მსოფლიოს ყველაზე საშიში დამნაშავე – მექსიკური ნარკოდაჯგუფების ლიდერი, ხუაკინ გუზმანი. ეს უკანასკნელი, მეტსახელად „ფისო“ მიმდინარე საუკუნის დასაწყისში გაიქცა ციხიდან. მას შემდეგ მექსიკის კანონმდებლობას ემალება მთებში, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით. მარიხუანისა და კოკაინის რეალიზაციის შედეგად გუზმანმა მილიარდები გამოიმუშავა. ხუაკინ გუზმანი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს მიეკუთვნება. გუზმანის სანაცვლოდ მექსიკის სახელმწიფო 5 მილიონ ამერიკულ დოლარს იხდის.

აიმან ალ–ზავაჰირი

დიდი ხნის განმავლობაში ზავაჰირი „ალ–ქაიდაში“ მეორე ადამიანი იყო, უსამა ბინ–ლადენის შემდეგ. ბინ–ლადენის სიკვდილის შემდეგ, ალ–ზავაჰირი „ნომერ პირველი ტერორისტის“ სტატუსის მატარებელი კანდიდატი გახდა. FBI ალ–ზავაჰირს აკისრებს პასუხისმგებლობას ტანზანიასა და კენიაში ამერიკის საელჩოებზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტებზე.

დავუდ იბრაჰიმი

დავუდ უბრაჰიმი ხელმძღვანელობს უდიდეს კრიმინალურ დაჯგუფებას „D-Company”–ს. აღნიშნული დაჯგუფება მოიცავს ყოველგვარ კრიმინალურ საქმიანობას – ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციიდან დაწყებული, მკვლელობების დაკვეთით დამთავრებული. სინდიკატის ინტერესები ინდოეთში, პაკისტანსა და არაბთა გაერთიანებულ სამეფოში ვრცელდება. FBI –ის ინფორმაციით იბრაჰიმი ალ–ქაიდასთან და მის სამხრეთ აფრიკის ფილიალთან არის დაკავშირებული, რომელმაც 2008 წელს ინდოეთის ქალაქ მუმბაიზე განხორციელებულ ტერაქტზე აიღო პასუხისმგებლობა. არსებობს ვარაუდები, რის საფუძველზეც იბრაჰიმი პაკისტანში ცხოვრობს და მას ადგილობრივი სამსახურები იცავენ. ისლამაბადში აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.

სემენ მაგილევიჩი

ამერიკის შეერთებული შტატები, რუს ბიზნესმენს, სემენ მაგიჩევიჩს, ცნობილს როგორც სერგეი შნაიდერს, ბრალს სდებს ფულის გათეთრებასა და იარაღით ვაჭრობაში. ვარაუდობენ, რომ იგი ბირთვული იარაღითაც ვაჭრობს. 2008 წელს მაგილევიჩი დააკავეს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ გაანთავისუფლეს. ვაშინგტონი მოსკოვისგან მაგილევიჩის ექსტრადაციას ითხოვდა, თუმცა უარი მიიღო.

ნასერ ალ–ვახიში

ალ–ბაჰიმი ალ–ქაიდას იემენის დაჯგუფების ლიდერია. 2006 წელს იგი ადგილობრივი ციხიდან გაიქცა და ამის შემდექ ალ–ქაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე ყოველდღიურად ძლიერდება. ალ–ბაჰიმიზე არაფერია ცნობილი, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები მას ათეულობით ტერაქტზე აკისრებს პასუხისმგებლობას.

მატეო მასინა დენარო

2006 წელს, სიცილიური კოზა ნოსტრას ლიდერის, ბერნარდო პროვენცანოს დაპატიმრების შემდეგ, აღნიშნულ დაჯგუფებას დენარო ხელმძღვანელობს. მიუხედავად ადგილობრივი პოლიციის დაუღალავი მცდელობისა, დაასრულოს მაფიოზური დაჯგუფების არსებობა, დენარო მაინც ამ დრომდე თავისუფალი რჩება. 39 წლის კრიმინალს, უზომოდ იზიდავს და ფანატიკურად უყვარს ქალები, ძვირფასი ავტომობილები, საათები და მსგავსი ფუფუნების ნივთები.

ალიმჟან ტახტახუნოვი (ტაივანჩიკი)

ალიმჟან ტახტახუნოვი, ცნობილი როგორც ტაივანჩიკი, ამერიკის შეერთებულ შტატებში იძებნება ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის, იარაღით ვაჭრობისთვის და ავტომობილების ქურდობისთვის. ამასთანავე, ტაივანჩიკი ეჭვმიტანილია სოლტ–ლეიკ–სიტის 2002 წლის ზამთრის ოლიმპიადებზე, ფიგურული სრიალის მსაჯის მოსყიდვაში. ერთი წლის შემდეგ იგი იტალიაში დააპატიმრეს. ვაშინგტონმა კი მისი ექსტრადაცია ვერ მოახერხა.

ფელისენ კაბუგა

ფელისენ კაბუგა აფინანსებდა ერთ–ერთ ყველაზე მასობრივ და საშინელ გენოციდს მსოფლიო ისტორიაში – 800 000 რუანდელის განადგურებას 1994 წელს.

დოკუ უმაროვი

ჩეჩნეთის სეპარატისტული დაჯგუფების ლიდერი, დოკუ უმაროვი რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარ რამდენიმე ტერაქტში არის ეჭვმიტანილი. მათ შორის მატარებლის აფეთქება და 2010 წელს მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტების ორგანიზება ედება ბრალად. მიმდინარე წლის დასაწყისში, უმაროვმა პასუხისმგებლობა დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარ ტერაქტზეც აიღო. გაზაფხულზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერორისტი რუსმა კანონდამცველებმა მოკლეს. ექსპერტიზამ კი მისი გარდაცვალება არ დაადასტურა. უმაროვის დაკავება–ლიკვიდაციისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 მილიონი ამერიკული დოლარი დააწესა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100