ოკუპანტები აფხაზეთში მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს აწამებენ...
აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონის საჯარო სკოლებში რვაასამდე ისეთი მოსწავლე სწავლობს, რომლებიც აფხაზეთიდან ყოველ დილით ე.წ. საზღვარზე გადმოდიან, რათა ქართულ სკოლებში ქართულად სწავლა შეძლონ. ყოველ დილით, ცხრა საათამდე მათ რამდენიმე კილომეტრის გამოვლა ფეხით უწევთ, რაც დამღლელ გზასთან ერთად ერთგვარი რისკიცაა. საზღვარზე რუს და აფხაზ ჯარისკაცებს, სათუთად აქვთ შენახული ენგურს იქით გადამსვლელი მოსწავლეების სია.
სიასთან ერთად მესაზღვრეებთან ინახება ყველა მოსწავლის ფოტო. ხშირია შემთხვევები, როცა რუსები და აფხაზები მოსწავლეებს ვერ ცნობენ, ან ფოტოთეკაში მათ სურათს ვერ პოულობენ, რის გამოც მათ აკავებენ. სასწავლო წლის დასრულებამდე რამდენიემ თვით ადრე, ასე დააკავეს მ. ახალაია, რომელიც ფახულანის საჯარო სკოლიდან შინ ბრუნდებოდა სკოლის ჩანთითა და წიგნებით, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, მხოლოდ მეორე დღეს შუადღისას გაათავისუფლეს.
რამდენიმე თვის წინ, გალში გამართულ ერთ-ერთ ხუთმხრივ შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რუსული და აფხაზური მხარე ქართველ მოსწავლეებს საზღვრის გადაკვეთაში ხელს არ შეუშლიდა, თუმცა, როგორც სხვა დანარჩენს, ოკუპანტები ამ შეთანხმებასაც სურვილისამებრ არღვევდნენ.

რამდენიმე კილომეტრიანი გზა, რომელიც გალის რაიონიდან ზუგდიდს, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის სოფლებამდე უნდა განვლოს მოსწავლემ, ბუნებრივია, ფიზიკურ სიძნელესთან ერთად ფსიქოლოგიურ სტრესთანაა დაკავშირებული, ამ ბავშვების მასწავლებლები მარტივი დაკვირვების შედეგად ამჩნევენ, რომ ისინი ჩაკეტილები და ნაკლებად კომუნიკაბელურები არიან, გარდა ამისა, სწავლის მხრივაც ჩამორჩებიან სხვა მოსწავლეებს.
"ამ ბავშვებს სიცოცხლისა და სტრესის ფასად უწევთ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთა, მიუხედავად ამისა, ისინი ყოველ დილით გადმოდიან ქართულ სკოლებში. რეალურად მათი უსაფრთხოება არცერთ საათს არ არის დაცული. სასწავლო წლის დასრულებამდე, ბავშვების დაკავების ინციდენტი გახშირდა", – აღნიშნავს წალენჯიხის რესურცენტრის უფროსი რუსუდან სამუშია.
ამ ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა ერთგვარი სტრატეგია შეიმუშავა, როგორც რაიონის გამგებელმა, მამუკა ქარდავამ ჩვენთან საუბარში განაცხადა: "დამუშავდა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამა. სასწავლო წლის დასრულებამდე, ამ ბავშვებთან და მათ მასწავლებლებთან ფსიქოლოგები ყოველდღიურად მუშაობენ, გარდა ამისა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან დაფინანსდა ავტობუსები, რომლებიც ყოველდღიურად ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრიდან მოსწავლეებს სკოლამდე მიიყვანენ.
"ჩვენ დავნიშნეთ ავტობუსები, რომლებიც ბავშვებს ფახულანის წყოუშის საჯარო სკოლამდე მიიყვანენ. ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოლახვის შემდეგ, ამ ავტობუსებს მუნიციპალიტეტი აფინანსებს, სექტემბრიდანაც ჩვეულებრივ ივლის ეს ტრანსპორტი. გარდა ამისა, ის ფსიქოლოგები, რომლებიც მუშაობდნენ წლის განმავლობაში მოსწავლეებთან, თავის სამუშაოს გააგრძელებენ. ამ სკოლაში საკმაოდ ბევრი ბავშვი სწავლობს აფხაზეთიდან გადმოსული, 120 მოსწავლიდან დაახლოებით 30-40 პროცენტს შეადგენენ. სკოლა საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია და ჩვენ ყველანაირ პირობას ვუქმნით მათ, რათა სწავლაში ხელი არ შეეშალოთ და ფესვებს არ მოწყდნენ საბოლოოდ", – აცხადებს ქარდავა.

ჩვენი ინფორმაციით კი, გალის რაიონის სოფლებში შემორჩენილ ყველა დაუნგრეველ სკოლაში, ან სკოლის იმ შენობებში, სადაც ოკუპანტები არ შეუსახლებიათ და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, მასწავლებლებს მხოლოდ ერთი კრიტერიუმით არჩევენ, მათ აწერინებენ ხელწერილს, რომ არ ასწავლიან და არ დაელაპარაკებიან ბავშვებს ქართულად.
ახალი სასწავლო წლისთვის საზღვრის ახლო ქართულ სოფლებში მდებარე საჯარო სკოლებში, აფახაზეთიდან გადმოსული ბავშვების ახალ ნაკადს ელოდებიან, ქართულ მხარეს ამ ბავშვების უსაფრთხოების საკითხი დაყენებული აქვს, თუმცა ჯერ სწავლის დაწყებას ელოდებიან, რადგან წინასწარ ძნელი გასათვლელია, აფხაზებმა და რუსმა ოკუპანტებმა რა ახალი პრობლემა შეიძლება შექმნან. ჯერჯერობით არ საუბრობენ რაიმე პრევენციულ ზომებზეც, ამბობენ მხოლოდ ერთს, რომ ეცდებიან ამ მოსწავლეებს, რომლებმაც იქაურ სკოლებში სწავლაზე უარი თქვეს, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთისას ნაკლები პრობლემა შეექმნათ.

კომენტარი