სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სახალხო კრების“ აქტივისტებს აალებად სითხეს ურიგებენ (VIDEO)

ხელკეტებად გადაკეთებული საქართველოსა და “სახალხო კრების“ დროშები, სპეციალური პლასტმასის მილები, რომლებიც ბადრი ბიწაძემ აქტივისტებს გუშინ ღამით თვითონ დაურიგა, ხის ჯოხები და ქვები – აქტივისტების ამ არსენალს უკვე ბენზინი და სხვა აალებადი სითხეებიც დაემატა.

ტელეკომპანია „რეალ.ტვ“–მ დღეს დილით საინტერესო კადრები გაავრცელა, სადაც კარგად ჩანს, რას საქმიანობენ ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარეშე თვალისგან შეუმჩნევლად მიყუჟული ახალგაზრდები.

აქციის მონაწილეების ერთი ჯგუფი ბენზინის ხუთლიტრიანი ბიდონების განაწილებით იყო დაკავებული, როცა გადამღები ჯგუფი დაადგა თავს. ბიდონები, სავარაუდოდ, ბენზინით იყო სავსე, თუ გავითვალისწინებთ, რომ აქციის რამდენიმე მონაწილეს სახეზე სპეციალური ნიღაბი ჰქონდა აფარებული

ახალგაზრდები ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადებით იყვნენ გართული.

„რად გინდათ ბენზინი?!.“ – ჟურნალისტის ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან ნიღბიანმა აქტივისტმა თავი შეიკავა და მას „შემოგზავნილი“ უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა ვერსია აქციის მონაწილე ახალგაზრდებისთვის პლასტმასის ჯოხებისა და აალებადი სითხის დარიგების შესახებ. ერთ–ერთი ვერსიით, რამდენიმე აქტივისტს პისტოლეტებიც გადასცეს.

აქტივისტები უშუალოდ ბადრი ბიწაძისგან იმართებიან და მის მითითებებს ემორჩილებიან. ამაზე ბადრი ბიწაძის ფრაზაც მიუთითებს, რომელიც მან დილით, პოლიციელებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ტელევიზიის წინ მისულმა წარმოთქვა: „აბა, რა ხდება, სად არიან ჩვენი ბიჭები, დაუძახეთ ყველას“...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100