არჩევნების მეორე ტური დღეს იმართება
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დღეს იმართება. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგად რვა მერს და 13 გამგებელს აირჩევენ.
მერს აირჩევენ: თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, თელავში, ოზურგეთში, ბათუმსა და ფოთში. გამგებლების არჩევნები კი გაიმართება: ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლაში, თელავსა და ხულოში.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 28 საარჩევნო ოლქში 1 715 514-ს შეადგენს.
12 ივლისის არჩევნებისთვის სულ 1 605 000 ბიულეტენი დაიბეჭდა, მათ შორის – 1 191 450 მერის და 413 550 გამგებლის (აქედან 5 050 აზრებაიჯანულ ენაზე) ასარჩევი ბიულეტენები.
არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგი 15 ივნისის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციებს შეუძლიათ.
კომენტარი