სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კობახიძე: „ნაცმოძრაობაშიც” არიან ადამიანები, რომელთაც არჩევნებზე რამდენიმე მილიონი აქვს დახარჯული, მათ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა

„ნაციონალური მოძრაობაშიც” არიან ადამიანები, რომელთაც რამდენიმე მილიონი აქვს დახარჯული ამ არჩევნებზე და მათ პირდაპირ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით რამდენიმე განსხვავებული ინტერესია.

„იმედია, ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას ყველა ოლქში მეორე ტურში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენი სურვილია მეორე ტურშიც შედგეს სრულად კონკურენტული არჩევნები. ვიცით, რომ უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის”- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100