სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არას" წევრები მარჯანიშვილის თეატრში დააკავეს

რამდენიმე წუთის წინ მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სადაც ამ წუთებში ეკვადორის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრეზიდენტი სააკაშვილიც ესწრება, ახალგაზრდული მოძრაობა "არას" სამი წევრი - დათო ფაცაცია, ვახო მაისურაძე და გიორგი ლაპიაშვილი დააკავეს.

როგორც თვითმხილველმა "დრონი.ჯი"-ს აცნობა, ახალგაზრდები თეატრის ფოიეში აპირებდნენ შესვლას, თან პრეზიდენტის მისამართით დაცვის გასაგონად იგინებოდნენ. რამდენჯერმე ხმამღლა გამოთქვეს პრეტენზია დაცვის მიმართ, რითაც აშკარად მათ პროვოცირებას ცდლობდნენ.

პრეზიდენტის დაცვის არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ახალგაზრდებმა ტერიტორია არ დატოვეს. "არას" წევრები, რომლებიც პრეზიდენტის გამოსვლას ელოდებოდნენ, დაცვას პასუხობდნენ, რომ კანონიერი უფლება ჰქონდათ, პრეზიდენტს დალოდებოდნენ.

ერთ-ერთმა მათგანმა, დავით ფაცაციამ, პრეზიდენტის მიმართულებით შოკოლადის ფილა ისროლა, რის შემდეგავ სამივე აქტივისტი დაცვამ დააკავა და, სავარაუდოდ, პოლიციას გადასცა.

დაცვის თანამშრომლებმა დაკავებულები პოლიციას გადასცეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100