სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხაშურელი მკვლელი და თავდამსხმელი დაკავებულია

ხაშურში სავალუტო ჯიხურზე თავდასხმის ფაქტი გახსნილია. შეიარაღებულ თავდასხმას 65 წლის სულიკო გრიგალაშვილი ემსხვერპლა.

თავდამსხმელმა გრიგალაშვილს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმლა. შემთხვევა, პოლიციიის შენობასთან 100 მეტრში მოხდა.

გარდაცვლილი ჯიხურში მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხადარ კრიმინალურ ფაქტზე სპეციალური ვიდეომასალა გაავრცელა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულში მონაწილე 34 წლის მამაკაცი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100