სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სამნი არიან და სამივე გარდაცვლილია, ერთი გოგოა ორი ბიჭი" - თეთნულდზე დაღუპული ალპინისტები პროზექტურაში გადაასვენეს

თეთნულდზე დაღუპული სამი ლიეტუველი ალპინისტი მესტიის მუნიციპალიტეტიდან ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს, გარდაცვლილთაგან ერთი ქალი და ორი კაცია.

სამაშველო ოპერაცია მესტიაში რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

"სამნი არიან და სამივე გარდაცვლილია, ერთი გოგოა ორი ბიჭი. გადმოსვენებული არიან და პროზექტურაში გადაიყვანეს ქუთაისში", - თქვა მესტიის მუნიციპალიტეტის პიარის ხელმძღვანელმა.

ლიეტუველ მთამსვლელებთან კონტაქტი 6 დღის წინ გაწყდა, თუმცა ერთ-ერთის ოჯახის წევრმა ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ გუშინ გაავრცელა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი იყო ჩართული, ასევე კერძო ვერტმფრენი რადგან, როგორც ცნობილია სამაშველო სამსახურს ვერტმფრენი არ ჰყავს.

რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი ოფიციალური განმარტება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100