წყვილმა საწოლის წვეშ გველი და მისი 17 წიწილა იპოვა. ფოტოები
აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ოგასტაში, წყვილმა საძინებელში საწოლის ქვეშ გველი და მისი 17 წიწილა იპოვა.
როგორც ქალი ჰყვება, თავდაპირველად ეგონა, რომ იატაკზე ნაჭერი ეგდო, თუმცა, შეხების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ საქმე გველების „წვრილშვილიან“ ოჯახთან ჰქონდა.
კაცმა გველების ერთად შეგროვება და მათი ახლომდებარე ნაკადულში გაშვება შეძლო. მოგვიანებით, ჯორჯიის შტატის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ გველები შხამიანები არ იყვნენ.
კომენტარი