სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დილიდან ოცნება აკრავს ამ ფეიკებს ჩემს "ინტერვიუზე" ზუგდიდში" - მიხეილ სააკაშვილი

"და შენს ცოლს უნდა ზუგდიდის მერობა? და შენ გინდა ზუგდიდის მერობა?"- ამ წარწერით ზუგდიდში ავტობუსის გაჩერებებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ფოტოები გამოჩნდა.

ფოტოების ნაწილზე სააკაშვილია გამოსახული და ავტორის მტკიცებით, 1992 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში სააკაშვილი გამსახურდიას "უღირს პრეზიდენტად და "კავკასიელ ჰუსეინად" მოიხსენიებს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პოსტი დაწერა:

"დილიდან ოცნება აკრავს ამ ფეიკებს ჩემს "ინტერვიუზე" ზუგდიდში. დიახ, მაშინ, როცა თქვენი პატრონი ივანა ლებედს აფინანსებდა და გამსახურდიას გიჟს ეძახდა, ხოლო მისი თოჯინა, სალომე, მეგრელებს "მოღალატეებს", ჩემი გადაწყვეტილებით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას საქართველოს ეროვნული გმირების წოდება მიენიჭათ... საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტი მშობლიურ მიწას დაუბრუნდა...
დიახ, სანდრა უნდა გახდეს მერი, რათა ჩემი დაწყებული ლაზიკა დასრულდეს და თითოეული ზუგდიდური ოჯახი წელში გაიმართოს და ზუგდიდი და სამეგრელო მთელმა მსოფლიომ გაიცნოს!
ზუგდიდი არ იყიდება!" - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100