რუსთავი 2-ის მხარდაჭერის გამო დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ - იგეგმება აქცია ივანიშვილის სასახლესთან
"სამივე ქუთაისელ მომიტინგეს პატიმრობა შეუფარდეს. დღეს, 7 საათზე აქცია სოლოლაკში, ივანიშვილის სახლთან. მოთხოვნით: თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს",
- აცხადებს
უმცირესობის
ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური.
შეგახსენებთ
რომ ივანიშვილის რეპრესიულმა მანქანამ, სამივე ახალგაზრდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდაჭერის გამო დააკავა. პოლიციამ, ისინი, ფაქტობრივად, გაიტაცა და განგაშის ატეხვამდე, მათი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
გამოძიება, ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძესა და კახა გაბუნიას, ქუთაისში, პარლამენტის წინ გამართული აქციის დრო, ქართული ოცნების დეპუტატისთვის, დავით ლორთქიფანიძისთვის
პიჯაკის შემოხევას ედავება.
საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრეს და დეპუტატ ლორთქიფანიძის გადამეტებული ჩვენების საფუძველზე, დაკავებულებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ხელისუფლების
მიერ ახალგაზრდების უკანონოდ დაკავების გამო, დაკავებულის ახლობლებმა მშრალი შიმშილობა დაიწყეს. შიმშილობენ თავად დაკავებულებიც.
ივანიშვილის
მიერ ორგანიზებულ რეპრესიებს, დღეს, ოპოზიცია და დაკავებულის მეგობრები, ოლიგარქის სასახლესთან, 7 საათზე გააპროტესტებენ.
კომენტარი