სახალხო დეპუტატი ლეონიდ კლიმოვი პარლამენტში 2 მილიონის ღირებულების მაჯის საათით იწონებს თავს
უკრაინის სახალხო დეპუტატი ფრაქცია „ვიდროჟდენნია“-დან,
ლეონიდ კლიმოვი პარლამენტში ელიტარული მაჟის საათით გამოცხადდა, რომელიც 2 მილიონი
უკრაინული გრივენი ღირს (ჩვენს ვალუტაზე 205 149 ლარია) - ამის შესახებ ჟურნალი „ოლიგარქი“
იუწყება და ფოტო მასალასაც ავრცელებს.
როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული მაჯის საათი შვეიცარიული
ბრენდის Ulysse Nardin-ის ნაწარმია და მსოფლიოში ერთ-ერთ უძვირეს აქსესუარად ითვლება.
იგი დამზადებულია ვარდისფერი ოქროსა და საფირონის ბროლისგან. სამაჯური კი ნიანგის ტყავის
აქვს.
კომენტარი