რა ღირს დემნა გვასალიას ახალი ნამუშევარი, "გაცვეთილი ფეხსაცმელი", რომელსაც სოცქსელებში განხილვა მოჰყვა
"პარიზელი უსახლკარო", თუ უკრაინის ომის თემატიკა - რა ღირს დემნა გვასალიას ახალი ნამუშევარი, "გაცვეთილი ფეხსაცმელი", რომელსაც სოცქსელებში განხილვა მოჰყვა "პარიზელი უსახლკარო", თუ უკრაინის ომის თემატიკა - რა ღირს დემნა გვასალიას ახალი ნამუშევარი, "გაცვეთილი ფეხსაცმელი", რომელსაც სოცქსელებში განხილვა მოჰყვა "ბალენსიაგამ“ ახალი სპორტული ფეხსაცმელი, სახელწოდებით - Paris Sneaker წარადგინა. ინფორმაციას "ინსტაგრამზე" Demnagram აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მისი შეძენა ბრენდის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი. როგორც მოსალოდნელი იყო, ფეხსაცმლის ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ის ტალახში ამოსვრილ და გაცვეთილ ფეხსაცმელს შეადარა. ზოგიერთის აზრით, ფეხსაცმელზე მუშაობისას დემნასთვის შთამაგონებელი უსახლკარო, ღარიბი ადამიანები იყვნენ და ეს დიზაინერის მცდელობაა, რომ ისეთი სამოსი, როგორებიც ამ ადამიანებს აცვიათ, ტრენდად და მოდის მტავარ ტენდენციად აქციოს. ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ეს უკრაინის ომის თემატიკის გაგრძელება იყოს და დემნამ საზოგადოებას ჯარისკაცის, ბრძოლების გამო, ჯარისკაცის გაცვეთილი ფეხსაცმელი წარუდგინა. "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა: "ცოტა ხნის წინ უსახლკარო ვნახე ქუჩაში, ასეთი ფეხსაცმელი ეცვა, თურმე ბალენსიაგა ყოფილა“, "ბალენსიაგა მსოფლიოს დასცინის.“ "ალბათ რაიმე სოციალური ექსპერიმენტია“ "ამ ფეხსაცმელს პარიზელი უსახლკარო უნდა ერქვა.“ "დემნა მიყვარს, მაგრამ ეს სიღარიბის გაფეტიშებას ჰგავს", - წერენ კომენატარებში. ფეხსაცმელები ლიმიტირებული რაოდენობითაა და მხოლოდ 100 წყვილია. თითოე7ული მათგანის ფასი 625 დოლარია. "ეს არის ფეხსაცმელი, რომელსაც მთელი ცხოვრება ატარებ", - ამბობენ ფრანგული მოდის სახლში.
კომენტარი