სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში დასვენება შემოდგომაზეც აქტუალურია

ტურისტული სააგენტოებისა და სასტუმროების მფლობელების ინფორმაციით, საქართველოში საშემოდგომო ტურისტული სეზონი ზაფხულის სეზონთან შედარებით, არანაკლები აქტიურობით გამოირჩევა.
დფჯდსკლფჯსლდფლს
ამის მიზეზად, ისინი იმ სარეკლამო კამპანიებს მიიჩნევენ, რომელსაც მთავრობა ტურიზმის წასახალისებლად და უცხოელი დამსვენებლების მოსაზიდად ატარებს.
დფჯდსკლფჯსლდფლს
ერთ-ერთმა ასეთმა ინიციატივამ, ბევრი ეჭვის მიუხედავად, მაინც გაამართლა.
დფჯდსკლფჯსლდფლს
ჭეეკ-ენდ ტურების შედეგად, აჭარის მაღალი კლასის სასტუმროებში ნომრების 90% შევსებულია. შარშან, წელიწადის ამავე დროს ასეთი კლასის სასტუმროების მხოლოდ 40% იყო დატვირთული
დფჯდსკლფჯსლდფლს
„შერატონსა" და "ინტურისტში" ნომრები თითქმის შევსებულია, რაც სწორედ ჭეეკ-ენდ ტურების დამსახურებაა. ეს კი იმის გარანტიაა, რომ მომავალში ამ ბაზარზე შემოსვლის სურვილი სხვა ბრენდებსაც გაუჩნდებათ - მათ იმის შიში არ ექნებათ, რომ მხოლოდ ზაფხულის სეზონზე ეყოლებათ კლიენტურა – აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.
დფჯდსკლფჯსლდფლს
დეპარტამენტის ინფორმაციით, "ხავერდოვან სეზონზე" ბიზნეს-შეხვედრებისა და კონფერენციების მოწყობის მიზნით, ბათუმს უცხოური კომპანიებიც სტუმრობენ - განსაკუთრებით ისრაელიდან და თურქეთიდან.
დფჯდსკლფჯსლდფლს
რაც შეეხება სიღნაღს, ტურისტების ნაკლებობას აქაც არ უჩივიან. სიღნაღში წლევანდელი შემოდგომის სეზონზე ტურისტების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ სასტუმროებში „სიღნაღსა“ და „ძველ სიღნაღში“ აცხადებენ, თუმცა მომხმარებლების მატების პროცენტულ მაჩვენებელს ვერ ასახელებენ.
დფჯდსკლფჯსლდფლს
სასტუმროებში აცხადებენ, რომ ტურისტების უმრავლესობა სიღნაღში ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან ჩადის, ხოლო მათი ინტერესის საგანს ქართული სუფრა და ტრადიციები წარმოადგენს.
დფჯდსკლფჯსლდფლს
რაც შეეხება ზამთრის ტურისტულ სეზონს, ფართოდ რეკლამირებულ სვანეთის ზამთრის კურორტზე, პირველი სათხილამურო ტრასა პირველ დეკემბერს გაიხსნება. პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მილიონ ლარს აჭარბებს. ის სრულად 2011 წლისთვის დასრულდება. ახალი გზის 40 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა უკვე დამთავრებულია. ასევე დასრულებულია აეროპორტის ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობაც.
დფჯდსკლფჯსლდფლს
ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, წლიდან წლამდე სვანეთში ტურისტების რაოდენობა იზრდება. 2010 წელს სვანეთს 10 ათასი ადამიანი ეწვია, რაც 40%–ით მეტია 2009 წლის მონაცემზე.

სასტუმროების მესვეურები ღრმად არიან დარწმუნებული იმაში, რომ ტურისტების მოზიდვა ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებებით არის განპირობებული. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი განცხადებები მილიონიანი სარეკლამო კამპანიის ტოლფასია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100