სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის მიხეილ ბინიაშვილი და რა დავალებებს აძლევს ის ოცნების დეპუტატ კახი კახიშვილს?

ქართულ ოცნებაში ახალი სკანდალი მწიფდება. ივანიშვილის გარემოცვისათვის ცნობილი გახდა რომ ოცნების დეპუტატი, კახი კახიშვილი, ბიზნესმენ მიხეილ ბინიაშვილის დავალებებს ასრულებს.

მედიაში უკვე არაერთხელ გავრცელდა მიხეილ ბინიაშვილისა და კახი კახიშვილის ახლო კავშირების დამადასტურებელი ფოტოები.
დაიწერა რომ წინასაარჩევნოდ, ბინიაშვილი კახიშვილს არაოფიციალურად აფინანსებდა.

წყაროს ცნობით, მან სრულად უზრუნველყო კახიშვილის ფინანსური წინასაარჩევნო ვალდებულებების შესრულება, რომელიც სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსყიდვა-დაშინებაში გამოიხატა.

სამაგიეროდ, არჩევნების შემდეგ, ბინიაშვილმა კახიშვილისაგან ივანიშვილის გარემოცვის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვება მოითხოვა.

კერძოდ: ბინიაშვილს აინტერესებდა ივანიშვილის გარემოცვის ზოგიერთი მონაცემები, ფინანსური ნაკადები და სამთავრობო გავლენები, რაც ოლიგარქის კლანისათვის გახდა ცნობილი.

ამჟამად, ბინიაშვილ-კახიშვილის კავშირების თაობაზე ინფორმაციას ივანიშვილის კლანის წარმომადგენლები აგროვებენ. ამიტომ, გამორიცხული არ არის რომ საქმეში ძალოვნებიც ჩაერთონ, რადგან თემა ივანიშვილის ბიზნეს და პოლიტიკურ უსაფრთხოებას ეხება.

კახიშვილ-ბინიაშვილის მჭიდრო ფინანსური ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია ჩვენ სწორედ ქართული ოცნებიდან მოგვაწოდეს, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა რომ ივანიშვილს კახიშვილის სახიფათო მანევრები აშფოთებს, ხოლო ქართულ ოცნებაში კლანებს შორის სერიოზული დაპირისპირებაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100