"თქვენ ისევ ერთად ხართ? დაგვაშორეს და იმედია ... " - სოფო ბედიას ოჯახი კვლავ სკანდალში გაეხვა
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ სოფო ბედიას და მიშა მესხის ოჯახი დაინგრა.
ჭორი უარყო მომღერალმა და სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტიც მიუძღვნა ამ თემას, მაგრამ რატომღაც მოგვიანებით წაშალა.
სოფო ბედიამ გუშინ პირად გვერდზე ქმართან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რასაც მისი გამომწერების მოწონება და კომენტარები მოჰყვა.
“თქვენ ისევ ერთად ხართ?”, “იგრე ხართ როგორც ღომი და ყველი” – წერენ კომეტარებში.
სოფომ მისი ოჯახის გარშემო აგორებულ ჭორზე, კომენტარიც დაწერა: დაგვაშორეს და იმედია შეგვარიგებენ, თორემ დავიღუპეთ.
კომენტარი