სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დაკვირვება, მშვიდად და გააზრებულად მოქმედება გმართებთ. დისკუსიასა და გაჯიბრებაზე დროს ნუ დაკარგავთ, შეთანხმებულად იმუშავეთ. შეიმუშავეთ დღის განრიგი.
კურო
დღეს უსაქმურობას არავინ გაპატიებთ. გარშემო მყოფებს ისე მოექეცით, როგორც გსურთ, რომ თავად მოგექცნენ. საყვარელი ადამიანი თქვენი საიმედო და სტაბილური მოკავშირე იქნება. დააფასეთ ის, რაც გაქვთ.

ტყუპი
ზოგჯერ ისეთი საქმეც უნდა შეასრულოთ, რომელიც თქვენთვის უინტერესოა. თუნდაც მატერიალური სარგებლის გამო. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ჩაეწერეთ პროფილაქტიკურ კვლევაზე.

კირჩხიბი
დღეს შეძლებთ გაიუმჯობესოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. კარგი დღე ელით მეცნიერ და პედაგოგ ნიშნებს. აგრეთვე კინოხელოვანებსა და ისტორიულ რეკონსტრუქციებზე მომუშავეებს.

ლომი
მოერიდეთ უთანხმოებას გარშემო მყოფებთან. იყავით დისციპლინირებული და მოთოკეთ ემოციები. მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს, საოჯახო ვალდებულებებს.

ქალწული
დაუკვირდით საკუთარ თავს, გარშემო მყოფებს. ეცადეთ, არავინ მოატყუოთ და არც თავად დარჩეთ მოტყუებული. რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხე. ზედაპირულ ინფორმაციებს ნუ დასჯერდებით, ყველა დეტალს ჩაუღრმავდით.

სასწორი
მოერიდეთ ექსპერიმენტებს, არ ენდოთ დაპირებებს, სარეკლამო აქციებს. კარგი დღეა ძველი ნივთების გადასაკეთებლად. თუ ახალი ნივთების შეძენას აპირებთ, უპირატესობა მრავალფუნქციურ, ხარისხიან ნივთებს მიანიჭოთ.

მორიელი
დღეს უამრავ საქმეს შეასრულებთ. მთავარია, გწამდეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების. კარგი დღე ელით პედაგოგ და ხელმძღვანელ ნიშნებს. ნუ შეგეშინდებათ კონკურენციის, თქვენს სფეროში საუკეთესო ხართ.

მშვილდოსანი
შეიძლება ისეთ გარემოში მოხვდეთ, სადაც წესები და მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოთ. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას.

თხის რქა
გადახედეთ უკვე შესრულებულ სამუშაოს, გაითვალისწინეთ მინიშნებები და კორექტივები შეიტანეთ სამომავლო გეგმებში. გაიხარეთ იმით, რასაც უკვე მიაღწიეთ. საკუთარ თავს შეუსრულებელ მისიას ნუ დაუსახავთ. აგრეთვე, ნუ ელით ბევრს გარშემო მყოფებისგან. ნუ იქნებით პესიმისტი, იყავით რეალისტი.

მერწყული
რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებთ საკუთარ თავზე, მით მეტი მუშაობა მოგიწევთ. იყავით დაკვირვებული, დისციპლინირებული და გააკონტროლეთ კოლეგების მიერ შესრულებული სამუშაო.

თევზები
თუ საკუთარი შესაძლებლობებისა და ერთგული მეკავშირეების დახმარების იმედი არ გაქვთ, ახალი საქმეები არ დაიწყოთ. თუ რამე თქვენთვის მიუწვდომელია, ნუ განერვიულდებით. ესეიგი ის ჯერ არ გჭირდებათ. თუ მომავალი პროფესია უნდა აირჩიოთ, უპირატესობა იმას მიანიჭეთ, რომელიც "შეგინახავთ".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100