სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უძველესი ქალაქი შურუფაქი

შურუფაქი შუმერული ქალაქი-სახელმწიფო იყო სახრეთ მესოპოტამიაში. დღეს ამ ადგილს ჰქვია ტელ ფარა და მდებარეობს ერაყში. ქალაქი ბიბლიაშიცაა ნახსენები, სწორედ აქ ცხოვრობდა ნოე წარღვნამდე და ნოეს პროტოტიპი უტ-ნაპიშტიმი. შურუფაქი ასევე ნახსენებია „შუმერის მეფეთა სია‎ში“.

უძველესი ქალაქი გერმანულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ვალტერ ანდრეს ხელმძღვანელობით, 1902 წელს აღმოაჩინა. ქალაქში მკვლევარებმა ლურსმული დამწერლობით შესრულებული, დიდი ბიბლიოთეკა იპოვეს. შურუფაქის ბიბლიოთეკა 3 ნაწილად იყოფა, ესაა, სხვადასხვა სამეურნეო ტექსტები, სასწავლო ტექსტები, ანუ ფირფიტები რომელზეც ახალგაზრდა შუმერები წერას სწავლობდნენ და „არქაული ლურსმული სიმბოლოების სია“, საიდანაც გაირკვა ქალაქის დასახელება.

დაახლოვებით ძვ. წ. XXX საუკუნეში, შურუფაქი წყალდიდობის შედეგად განადგურდა, ასე რომ, შესაძლოა, მითს წარღვნის შესახებ აქვს ისტორიული საფუძველი. წყალდიდობამ, ამ ქალაქის გარდა, დააზარალა ური და კიშიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100