სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკატერინე ტიკარაძე: ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის ვაქცინაცია მეტად ხელმისაწვდომი გახდება

ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის ვაქცინაცია მეტად ხელმისაწვდომი გახდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დღეს იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ამისთვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ჩართული არიან ვაქცინაციის პროცესში, შევადგენთ სიებს იმ ბაზებიდან, რომელიც ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოშია. ეს სიები განთავსდება დაავადებათა კონტროლის პორტალზე, შედეგად პროგრამა შეძლებს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირებას, ვისაც აქვს მაღალი რისკი და ისინი შეძლებენ ვაქცინაციაზე რეგისტრაციას“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100