“თავისით გამოისახა ჯვარიც და ეს ზეთი თავისით წამოვიდა” – რა სასწაული მოხდა თიკა მახალდიანის ოჯახში დედის ორმოცამდე
ორმოცამდე რამდენიმე დღით ადრე თიკა მახალდიანის და მისი მეუღლის თემო პირველაშვილის სახლში უჩვეულო მოვლენა მოხდა, რის შესახებაც პირველაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
“არ ვიცი როგორ ავხსნა, მაგრამ ფაქტია რასაც ხედავთ. ერთი წლის უკან ვაკურთხებინე სახლი, მეც ვესწრებოდი მამაომ ეს სტიკერები, რომელზეც ჯვარია გამოსახული, თავის ხელით მიაკრა ყველა ოთახში და შესასვლელ კარზეც, აპკურა ნაკურთხი წყალი და წაუსვა ზეთი.
წელი გავიდა, ყველგან გაშრა წყალიც და ზეთიც. სახლში დაბრუნების დროს, კარებს რომ ვაღებ, სულ ვუყურებ ამ სტიკერს და ეხლა ამ წუთში სახლში მოვედი, აი ამას შევესწარი.
მეთქი თიკამ წაუსვა, მაგრამ აღმოჩნდა რომ არაფერი არ წაუსვია და თავისით გამოისახა ჯვარიც და ეს ზეთი თავისით წამოვიდა. ხელით შევეხე ერთ წვეთს და ჩვეულებრივი ახალი ზეთია.
დაილოცოს განგება, უფალო დაგვიფარე და შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილი!” – წერს თიკა მახალდიანის მეუღლე.
ცნობისთვის, მომღერლის დედა, აღდგომის დღეს, საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც მოპირდაპირე კორპუსიდან პოლიციელის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა
კომენტარი