სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაკავებული სასულიერო პირი დუმილის უფლებას იყენებს და უარყოფს როგორც სროლას, ისე იარაღის ტარებას

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს შეხვდა. უფლებადამცველმა ის გორში დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.

მისი ინფორმაციით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და უარყოფს როგორც სროლას ისე იარაღის ტარებას.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, მას საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია, თუმცა როგორც მისთვის ცნობილია, საქმეში პირდაპირი მოწმეები არ არსებობენ. ასევე არსებული მასალები და გარემოებები ერთმანეთს არ ემთხვევა.

დაკავებულ სასულიერო პირს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.

შსს ინფორმაციით, დაკავებულმა რამდენიმე დღის წინ, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100