პიკე და შაკირა დაშორდნენ
კატალონიური „ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ ბოლომდე ვერ შეძლო კოლუმბიელი პოპ-ვარსკვლავის - შაკირას ერთგულება. ყოველ შემთხვევაში, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ამის მიზეზი პიკეს მექალთანეობაა.
შეგახსენებთ, რომ პიკემ და შაკირამ შეხვედრები ამა წლის იანვარში დაიწყეს. ფეხბურთელი და მომღერალი ღიად გამოხატავდნენ ერთმანეთის მიმართ სიმპათიებს და ინტერვიუებში კომპლიმენტებსაც არ იშურებდნენ.
როგორც ამბობენ, 24 წლის პიკემ 34 წლის შაკირას მასზე ბევრად ახალგაზრდა გოგონასთან უღალატა, თუმცა, სახელდობრ ვისთან, ეს პაპარაცებმა ჯერ ვერ გაარკვიეს. უკვე რამდენიმე კვირაა, წყვილი ერთად არ უნახავთ, თუმცა, ოფიციალური განცხადება დაშორების თაობაზე ჯერ არც ფეხბურთელს გაუკეთებია და არც მომღერალს.
სხვათა შორის, სწორედ პიკე გახდა თავის დროზე შაკირასა და მისი საქმროს ანტონიო დე ლა რუას დაშორების მიზეზი, ვისთან ერთადაც მომღერალი 11 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
კომენტარი