,,დაგპირდით და ვასრულებთ პირობას: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბახვის, ვაკიჯვრის და ცხემლისხიდისთვის წყალმომარაგების ახალი სისტემა აშენდება”
“დაგპირდით და ვასრულებთ პირობას: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბახვის, ვაკიჯვრის და ცხემლისხიდისთვის წყალმომარაგების ახალი სისტემა აშენდება” - განუცხადა ოზურგეთის სოფელ ბახვში შეკრებილ საზოგადოებას მაჟორიტარმა არჩილ თალაკვაძემ.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს, ოზურგეთში მინისტრი მაია ცქიტიშვილი მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების სათავე ნაგებობა, მაგისტრალური მილების ახალი სისტემა და წყალგამანაწილებელი ქსელი მოეწყობა - საორიენტაციოდ 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება.
კომენტარი