სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბიშვილის პირველი კომენტარი, ივანიშვილისა და კობახიძის ფოტოებით დაბეჭდილ მის სარეკლამო ბილბორდებზე

სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ბილბორდიდან მისი ფოტოს გაქრობაზე კომენტარს არ აკეთებს. ბანერებზე მისი პლაკატის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის გამოჩენასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა პრეზიდენტობის კანდიდატისგან განმარტების გაკეთება მოითხოვეს, თუმცა ზურაბიშვილმა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

სალომე ზურაბიშვილი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული პირების მოსანახულებლად დამწვრობის ცენტრში მივიდა.

„ამის ადგილი არ არის, სულ სხვა რამისთვის მოვედი. აქ ვარ ადამიანი დღეს, დღეს ვარ მოსული როგორც ადამიანი, როგორც ქალი, როგორც დედა,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზოგიერთ ბილბორდზე „ქართული ოცნების“ რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატის მხოლოდ სახელი და გვარი წერია, თუმცა ბანერზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ან პარლამენტის თავმჯდომარის ფოტოებია განთავსებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100