ანრი ოხანაშვილი: ლევან იზორიას ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს მიღწევებმა თავდაცვის სფეროში დიდი მოწონება დაიმსახურა
ანრი ოხანაშვილი:საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს მიღწევებმა თავდაცვის სფეროში დიდი მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა
მაშინ, როდესაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი მადლობას უხდიან საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბატონ ლევან იზორიას თავდაცვის სფეროში სამაგალითო რეფორმებისთვის და ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი წვლილისთვის, ეს ერთდროულად ნიშნავს საქართველოს, როგორც, აშშ-ის ძალიან სანდო პარტნიორად აღიარებას და საქართველოსთვის მტკიცე მხარდაჭერის შეუქცევადობას ნატოში გაწევრიანების პროცესში.
კომენტარი