ჯანო იზორია სტუმრად "სოციალური პარტნიორობის" ქობულეთის „მცირე საოჯახო ტიპის სახლში“
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი უკვე 4 წელზე მეტია ზრუნავს მათზე, ვისაც ცხოვრებაში არ გაუმართლა, ვინც ავადაა, ან სრულიად მარტო დარჩა, ან ბავშვობიდან მოკლებულნი არიან მშობლების სითბოს და მზრუნველობას.
თბილისსა და ქობულეთში ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება 3 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, სადაც მზრუნველობას მოკლებული 30 ბავშვი იზრდება სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ისინი იღებენ ყველაფერს სრულყოფილი განვითარებისთვის. კომფორტული საცხოვრებელი პირობების გარდა, ფონდის თანამშრომლები ცდილობენ ბავშვებს სასიამოვნო მოგონებები და ბევრი ბედნიერი წუთი აჩუქონ.
„ცოტა ხნის წინ ჩვენი აღსაზრდელები ქობულეთში მსახიობმა ჯანო იზორიამ მოინახულა.
ჯანომ მათ ბევრი საინტერესო ისტორია უამბო, კინოსა და თეატრის შესახებ, თუ როგორ ითამაშა ფილმში „მანდარინები“. მაგრამ ყველაზე მეტად ბავშვებს აინტერესებდათ ჯანოს მონაწილეობა მეგა–შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“. ჯანო ბევრს ხუმრობდა და კურიოზებს იხსენებდა.
იმ საღამოს, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში დიდი მხიარულება იყო. ბავშვებს დიდხანს დაამახსოვრდებათ.
ჯანო, დიდი მადლობა რომ გამონახე დრო და გაახარე ჩვენი პატარები!“ – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
ინფორმაცია: საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა" საქართველოში 2012 წლიდან მოქმედებს.
ფონდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს, საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს.
ფონდის ოპერირების ქვეშაა სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი თბილისსა და ქობულეთში. ამჟამად ფონდის მეურვეობის ქვეშ იმყოფება 700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 100 ბავშვია.
ფონდის ოფიციალური ვებ გვერდი: https://fsp.ge
ფონდის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე:
https://www.facebook.com/SocialPartnership
კომენტარი