მკვლელობა სამეგრელოში - მოკლულია სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი
სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი მოკლეს სამეგრელოში. შემთხვევა მარტვილის რაიონის, სოფელ კურუზში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება მეზობლებს შორის ქუჩაში დაიწყო, შემდეგ კი სახლში გაგრძელდა.
გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. 30 წლის მამაკაცი აფხაზეთის მთავრობის პირადი დაცვის ოფიცერი იყო, რომელიც სოფელში რამდენიმე დღით იყო ჩასული.
კურუზში მომხდარ მკვლელობას ადასტურებენ შს სამინისტროში. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
კომენტარი