თაკო ჩხეიძე: ძალიან სამარცხვინოა სკამზე რომ დაგეძინება ოსკარზე
ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე მიშა მესხს ჩაეძინა. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში დღეს აქტიურად განიხილავენ.
„ძალიან სამარცხვინოა სკამზე რომ დაგეძინება ოსკარზე“ - წერს მოდელი თაკო ჩხეიძე
„მიშა მესხს რო არ დაეძინა ოსკარზე ეგ უფრო გამიკვირდებოდა. ალბათ ოსკარების ისტორიას არ ახსოვს ესეთი ფაკტი... ჰაჰაჰა მოკლედ მანდ მოხვედრა უკვე დიდი წარმატებააა და ზაზა ურუშაძის თამადობით, მთელ შემოქმედებით ჯგუფს ვულოცავ...“ - ეს კი მუსიკალური პროდიუსერის კახი მამულაშვილის, იგივე მამულიჩას ფეისბუქ სტატუსია.
მესხის მეგობარი გუკა რჩეულიშვილი კი მიშას საქციელს უწოდებს. "მაქსიმალურად კარგად მოიქცა მესხი, უნდა დაეძინა აბა რა" - წერს სანგუკოს დამფუძნებელი პირად ფეისბუქ გვერდზე.
"ყველას შეგეძლოთ ოსკარზე წასვლა და ჩაძინება" - ეს კი მომღერალ გიორგი მახარაშვილის ფეისბუქ კომენტარია.
კომენტარი