სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანკ „რესპუბლიკის“ საჩუქარი ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის: ფრანგულ-ქართული ანდაზების პროექტი/გამოფენა/ინსტალაცია

ბანკი „რესპუბლიკა“ განაგრძობს თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობას და ფრანგულ-ქართული კულტურული კავშირების გაღრმავებას. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, ქართულ საზოგადოებას საკუთარ შემოქმედება წარუდგენა ხელოვანმა დავით ჯანიაშვილმა. ინსტალაცია „ქართულ-ფრანგული ანდაზები“ შაბათს, 13 დეკემბერს, 3 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე გაიხსა.

ინსტალაცია სრულიად განსხვავებული, თანამედროვე სპეცეფექტებით გაფორმებული შოუა, რომელიც „სოსიეტე ჟენერალის“ 150 წლის იუბილეს ეძღვნება. თანამედროვე ხელოვნების ორიგინალური ნიმუშები, რომლებიც ქართული და ფრანგული ანდაზების ვიზუალიზაციას წარმოადგენს, სპეციალურ ეფექტებთან და თანამედროვე მუსიკასთან ერთად განსაკუთრებულ გარემოს ქმნის და მნახველზე ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. ინსტალაცია განათლების და ხელოვნების უნიკალური სინთეზია და ერთნაირად საინტერესოა როგორც ბავშვების, ისე უფროსებისათვის.

თეიკო კანდელაკი, ბანკ „რესპუბლიკის“ კორპორაციული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი: „ბანკი „რესპუბლიკა“, თავისი სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ფარგლებში, სიამოვნებით განაგრძობს განათლების და თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას. დღეს ჩვენს კლიენტებსა და პარტნიორებს, ასევე ახალგაზრდა თაობას, სიამოვნებით წარვუდგენთ დავით ჯანიაშვილის ინსტალაციას. იმედია, განათლების და ხელოვნების ასეთი სინთეზი ჩვენს სტუმრებს სასიამოვნო სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის. ბანკი „რესპუბლიკა“ მომავალშიც განაგრძობს საზოგადოებისათვის სასარგებლო პროექტების განხორციელებას.“

ბანკი „რესპუბლიკა“

ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. თავისი უნივერსალური ბიზნესმოდელით ბანკი „რესპუბლიკა“ კლიენტების საიმედო, გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია. ბანკს ქვეყანაში 39 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ.

ვებგვერდი: www.br.ge

სოსიეტე ჟენერალი

„სოსიეტე ჟენერალი“ ერთ-ერთი მოწინავე ევროპული საფინანსო ჯგუფია. უნივერსალური, დივერსიფიცირებული საბანკო მოდელი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ჯგუფის ფინანსურ სიმტკიცეს და განვითარების მდგრად სტრატეგიას. „სოსიეტე ჟენერალის“ საბოლოო მიზანია, იყოს „ურთიერთობებზე ორიენტირებული“ ბანკი, ბაზრის აღიარებული ლიდერი, მაქსიმალურად დაუახლოვდეს მომხმარებელს და გამოირჩეოდეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით. უკვე 150 წელია, „სოსიეტე ჟენერალი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში. მსოფლიოს 76 ქვეყანაში 148 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად 32 მილიონ კლიენტს ემსახურება. „სოსიეტე ჟენერალის” თანამშრომლები ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს და ორგანიზაციებს საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ.

ვებგვერდი: www.societegenerale.com

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100