სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საერთაშორისო გამოცემა Global Finance -მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში ყველაზე დაცულ ბანკად დაასახელა

თბილისი, 27 ნოემბერი, 2014 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, საერთაშორისო გამოცემა Global Finance –ის მიერ დასახელდა ყველაზე დაცულ ბანკად საქართველოში. Global Finance –მა ყველაზე დაცული ბანკები მსოფლიოს მასშტაბით 100 –ზე მეტ ქვეყანაში გამოავლინა.

ყველაზე დაცული ბანკები გამოვლინდენ გრძელვადიანი საკრედიტო რეტინგების შეფასების მიხედვით, როგორიცაა Moody’s, Standard & Poor და Fitch Ratings, ასევე ბანკების მთლიანი აქტივების მიხედვით. Global Finance –ის გამომცემლის, ჯოზეფ გარაპუტოს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს ქონდეთ ნათელი წარმოდგენა, თუ რამდენად ძლიერი და სტაბილურია მათი პარტნიორი ბანკი.

ყოველთვიური საერთაშორისო გამოცემა Global Finance დაარსდა 1987 წელს და მკითხველი ყავს 163 ქვეყანაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100