თუ თქვენი ოჯახი გიყვართ, ამის წაკითხვის შემდეგ მოწევას თავს დაანებებთ
ახალი კვლევა სიგარეტის მავნებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩაატარეს იუტას უნივერსიტეტის მკვლევარებმა პროფესორ ბენჟამენ ბიკმანის ხელმძღვანელობით.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მწეველი ადამიანი საკუთარ თავთან ერთად საკუთარ ოჯახის წევრებსაც ვნებს, რადგან ადამიანები რომლებიც მწეველთან ერთად ცხოვრობენ ჭარბი წონის დაგროვების საფრთხის წინაშე დგანან.
მეცნიერთა განმარტებით სიგარეტის კვამლი ორგანიზმს ნივთიერებათა ცვლის პროცესს უნელებს, რის გამოც წონაში მატების შანსები იზრდება. გარდა ამისა იწვევს გულის დაავადებებსაც.
მოწევის პროცესში ჰაერში და შემდეგ პასიური მწეველების ორგანიზმში ხვდება დაახლოებით 4 ათასი ქიმიური ნივთიერება და ტოქსიკური მატერიალები, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადების განვითარებისთვის ხელის შეწყობა შეუძლიათ.
კომენტარი