გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ დაავადებებს ქალაქის ხმაური იწვევს
კაროლინის უნივესიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქალაქის ხმაური გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებსა და ჭარბი წონის პრობლემების პროვოცირებას ახდენს. აღნიშნულ ინფორმაციას Business Standard ავრცელებს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველი 10 დიციბელი ხმაური ადამიანის წელის გარშემოწერილობას 1 სანტიმეტრით ზრდის. აღნიშნული მონაცემები ვრცელდება არამხოლოდ მოზრდილებსა და ბავშვებზე არამედ ახალშობილებზეც.
სპეციალისტთა განმარტებით ხმაური ხელს უწყობს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის გამოყოფას, შესაბამისად იწვევს სტრესს და ასევე ხელს უწყობს წონაში მატებას. ამ გზით მომატებული წონა კი ორგანიზმში აგროვებს ისეთი ტიპის ცხიმს, რომელიც ინფაქტისა და გულის შეტევების შანსებს ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ეს ქალაქური ხმაურის მავნებლობაზე ჩატარებული პირველი კვლევა არ გახლავთ. რამდენიმე წლის წინ საუბარი იყო იმაზე, რომ 6 დიცებელი ხმაური ბავშვის წონას 15-23 გრამით ზრდის.
კომენტარი