სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იტალიური "ემპოლის" წევრებმა "ჭამე, ნოდარი!" დადგეს

იტალიური "ემპოლის" ლეგიონერმა ლევან მჭედლიძემ თავის "ფეისბუქის" გვერდზე სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ცნობილ ქართულ იუმორისტულ სკეტჩს - "ჭამე, ნოდარის" მისი თანაგუნდელები ასრულებენ.

ემპოლურ "ჭამე, ნოდარიში" მთავარ როლებს ლევანის თანაგუნდელი ლორენცო ტონელი და გუნდის ექიმი-მასაჟისტი ასრულებენ.

საბრალო ნოდარის როლში სწორედ ეს უკანასკნელია, რომელსაც უკნიდან ფეხბურთელი კეფაში გამეტებით შემოსცხებს და თან დააყოლებს - "ჭამე, ნოდარი!"

უნდა ვივარაუდოთ, რომ სცენარის ავტორიც და დამდგმელი რეჟისორიც სწორედ ლევანია. ბრავო, ლევან, მაგარია!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100