ჰოლივუდის ფსიქიურად შეშლილი 5 ვარსკვლავი ქალი
კეტრინ ზეტა ჯონსი ე.წ. მანიაკური-დეპრესიის ფსიქოზის მსუბუქი ფორმით, ბიოპოლარული აშლილობის მეორე ტიპით არის ავად. ეს ფაქტი მსახიობმა 2 წლის წინ გაასაჯაროვა. „ბიოპოლარული აშლილობით მილიონობით ადამიანი იტანჯება და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. ჩემი აღიარება არ იქნება ამაო თუ კი ამით თუნდაც ერთ ადამიანს გაუჩნდება მკურნალობის სურვილი“ - განაცხადა კეტრინმა. ჰოლივუდის ვარსკვლავი ფსიქიატრიულ კლინიკაში ორჯერ 2011 და 2013 წლებში იწვა. დაავადების გამომწვევ მიზეზად კეტრინის მეუღლის მაიკლ დუგლასის კიბოთი დაავადებით გამოწვეული სტრესი სახელდება.
დემი ლოვატო - 2010 წელს მომღერალი და მსახიობი დემი ლოვატო მუსიკოს ჟო ჯონასთან დაშორების გამო დეპრესიაში ჩავარდა. ამას დაემატა სკანდალი დემისა და ერთ-ერთ მის მოცეკვავეს შორის, რომელმაც ლოვატოს სახეში დაარტყა. ახალგაზრდა მომღერალმა ჩიკაგოს ერთ-ერთ კლინიკაში სამი თვე გაატარა. მისი დაავადების მიზეზად დეპრესია, ბულემია და ანორექსია დასახელდა. „თავიდან მეგონა, რომ განსაკუთრებული არაფერი მჭირდა თუმცა მკურნალობის პროცესში ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მართლაც ავად ვიყავი“ - განაცხადა დემიმ Us Weekly-სთვის მიცემულ ინტერვიუში
ლინდსი ლოჰანი - მან სამსახიობო და სამოდელო კარიერა სამი წლის ასაკში დაიწყო, მსოფლიო პოპულარობასაც ბავშვობის ასაკში მიაღწია. სახელმა და დიდებამ ცუდად იმოქმედა ახალგაზრდა გოგონაზე და ის ნარკოტიკებს მიეძალა. ახლა ლინდსი 27 წლისაა და მან ფსიქიატრიული მკურნალობის კურსის გავლა უკვე 7-ჯერ მოასწრო. „მე ვიზრდები, იმედი მაქვს უფრო ძლიერიც გავხდები, გავუგებ ამ ცხოვრებას. ვცდილობ საკუთარ შეცდომებზე ვისწავლო.“-აცხადებს ლინდსი თუმცა მის გარემოცვას დღემდე ეშინია, რომ ლინდსის გამოსწორება შეუძლებელია.
მერი კეიტ ოლსენი - ტყუპი ოლსენების ერთ-ერთი და, დიზაინერი და მსახიობი, მერი კეიტი, რომელმაც ლინდსი ლოჰანის მსგავსად პოპულარობას ბავშვობის წლებში მიაღწია. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე მერი კეიტმა ძალიან სწრაფად დაიწყო წონაში მოკლება, როგორც აღმოჩნდა ამის მიზეზი ე.წ. ნერვული ანორექსია გახლდათ. მაშინ მერი კეიტმა მკურნალობის ექვსკვირიანი კურსი გაიარა ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. „ჩემი დაავადების მიზეზი ის ფაქტი გახლდათ, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი და ეს ჩემში დაძაბულობას იწვევდა. პრობლემებზე ხმამაღლა არ ვსაუბრობდი და ამას ადამიანს ჭკუიდან გადაყვანა შეუძლია.“ - განაცხადა მერიმ.
უაინონა რაიდერი - კინომსახიობი ჰოლივუდის მთავარი კლეპტომანის სტატუსს ატარებს. 5,5 ათასი დოლარის ღირებულების ტანისამოსის მოპარტვის შემდეგ უაიონა სასამართლოშიც კი მოხვდა. სასამართლოს ფსიქიატრებმა მას კლეპტომანიის დიაგნოზი დაუსვეს და 480 საათის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობა მიუსაჯეს.
კომენტარი