სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩო ახალაიას მეუღლე კანონიერ ქურდებს მიმართავს

სოციალურ ქსელში მუდმივად აქტიური ანი ნადარეიშვილი ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ბაჩო ახალაიას ცოლი ამჯერად კანონიერი ქურდების შესახებ წერს.

“მოკლედ როგორც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, ქურდული სამყარო მჭიდროდ არის შეკრული ახალ ხელისუფლებასთან, უშვებენ და უშვებენ ციხიდან კრიმინალურ ავტორიტეტებს, ქურდებს და ყაჩაღებს. იკრიბებიან "სხოდკებზე" და მათი ძირითადი მიზეზი და თემა შეკრების რათქმაუნდა არის ბაჩო ახალაია. ხოდა ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტი ვინმე ლოტკინელი ნარიმანიძე ავრცელებს ინფორმაციას რომ ციხის მაყურებლების მიერ გაშვებული იქნა ე.წ. "პრაგონი" ციხეში , რომ ყველა "სვაბოდაზე" გამოსულმა პატიმარმა უნდა ილაპარაკოს, თუ როგორ შემოდიოდა ახალაია ციხეში და პატიმრების თვალწინ ცეკვავდა თურმე ხატებზე.

საქმე იცით რაშია, ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ აღშფოთებული ვარ, არამედ მიხარია, რომ ამაზე მეტი ფანტაზია არ გაგაჩნიათ და იქედანაც კი შიშის ზარს გცემთ ბორკილებდადებული ბაჩო ახალაია :))) დღე-დღეზე გამოვა და 3/4-ზე ფოტოსურათები პასპორტისთვის მაინც მზად გქონდეთ, მერე რომ ვეღარ მოასწროთ?! :)))”-წერს ანი ნადარეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100